84 ქოთანი ''დაპატიმრებული'' მარიხუანა - ფოტორეპორტაჟი გირჩის ოფისიდან

ადმინისტრატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" მიერ დათესილ კანაფს 11 დღე ადროვა და დღეს პარტიის ოფისში ნივთმტკიცების ამოსაღებად შევიდა. საგამოძიებო მოქმედებებმა მშვიდ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. პოლიციელებს წითელი ხალიშაც დაუგეს, გოგა ხაჩიძემ თავისი დაწერილი სიმღერებიც მოასმენინა და ყოველგვარი ინციდენტის გარეს დაცილდნენ ერთმანეთს. 84 ქოთანი კანაფი პოლიციამ თან წაიღო.

გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ დღეს განხორციელებული მოქმედება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, პოლიციელებმა სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. ჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ ჯამში 84 ქოთანი მარიხუანა იყო, რომელთაგანაც უმეტესობამ გაიხარა.

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

22 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში მინისტრი სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე...

მეტი

გია სალუქვაძე ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა

გია სალუქვაძე ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა

22 ივნისი, 2017

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა. შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებს და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც მუზეუმის დირექტორმა...

მეტი

84 ქოთანი ''დაპატიმრებული'' მარიხუანა - ფოტორეპორტაჟი გირჩის ოფისიდან

84 ქოთანი ''დაპატიმრებული'' მარიხუანა - ფოტორეპორტაჟი გირჩის ოფისიდან
19:42 | 11 იანვარი, 2017

გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ დღეს განხორციელებული მოქმედება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, პოლიციელებმა სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. ჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ ჯამში 84 ქოთანი მარიხუანა იყო, რომელთაგანაც უმეტესობამ გაიხარა.

ავტორი: ადმინისტრატორი