კაპანაძე: რატომ მიჰყავს საქართველოს 3 წელია "გაზპრომთან" მოლაპარაკება როგორც წაგებულ მხარეს?

ადმინისტრატორი

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე გაზპრომთან ხელშკერულების გაფორმების საკითხს ეხმიანება. როგორც სერგი კაპანაძე რუსთავი 2-ის ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს რეალურად ძლიერი პოზიცია აქვს, თუმცა ბოლო სამი წელია მოლაპარკებები მიჰყავს როგორც წაგებულ მხარეს.

„მე ეს პრობლემატური მგონია ორი რამის გამო, პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში გვაქვს ძლიერი პოზიცია მარტივი მიზეზის გამო. ეს ტრანზიტი ჩვენი ტერიტორიის გავლით გადის სომხეთში და ეს არის შეთანხმება, რომელიც ძალაში არსებობს. ერთის მხრივ, პრეცედენტი გვაქვს და მეორეს მხრივ, უჩვენოდ ამას რუსეთი ვერ გააკეთებს. ეს არის ძლიერი პოზიცია და ამავდროულად, ინტერესი გვაქვს, რომ ეს ასე დავტოვოთ. არ მესმის რატომ ხდება მარტო ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომ ამ ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებები მიგყავს, როგორც წაგებულ მხარეს. რატომ ხდება, რომ ყოველთვის ხელშეკრულება იწურება და ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავე იმაში, რომ არალეგალურად ხდება ამ ტრანზიტის გატარება”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორწლიანი იქნება.

„ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
საუკეთესო მოდელს შევარჩევთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და მწყობრში ჩადგეს

23 თებერვალი, 2017

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საუკეთესო მოდელს მთავრობა “უახლოეს პერიოდში” შეარჩევს. საუბარია, თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს...

მეტი

გაზაფხილიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზის გაყვანა დაიწყება

გაზაფხილიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზის გაყვანა დაიწყება

23 თებერვალი, 2017

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება, გაზსადენი მაგისტრალის მშნებლობა ისეთ სოფლებში იგეგმება, რომლებიც პირველად ჩაერთვებიან ქსელში,- ამის შესახებ ინფრომაციას ზესტაფონის...

მეტი

კაპანაძე: რატომ მიჰყავს საქართველოს 3 წელია "გაზპრომთან" მოლაპარაკება როგორც წაგებულ მხარეს?

კაპანაძე: რატომ მიჰყავს საქართველოს 3 წელია "გაზპრომთან" მოლაპარაკება როგორც წაგებულ მხარეს?
20:14 | 11 იანვარი, 2017

„მე ეს პრობლემატური მგონია ორი რამის გამო, პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში გვაქვს ძლიერი პოზიცია მარტივი მიზეზის გამო. ეს ტრანზიტი ჩვენი ტერიტორიის გავლით გადის სომხეთში და ეს არის შეთანხმება, რომელიც ძალაში არსებობს. ერთის მხრივ, პრეცედენტი გვაქვს და მეორეს მხრივ, უჩვენოდ ამას რუსეთი ვერ გააკეთებს. ეს არის ძლიერი პოზიცია და ამავდროულად, ინტერესი გვაქვს, რომ ეს ასე დავტოვოთ. არ მესმის რატომ ხდება მარტო ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომ ამ ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებები მიგყავს, როგორც წაგებულ მხარეს. რატომ ხდება, რომ ყოველთვის ხელშეკრულება იწურება და ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავე იმაში, რომ არალეგალურად ხდება ამ ტრანზიტის გატარება”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორწლიანი იქნება.

„ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: ადმინისტრატორი