რომან გოცირიძე "გაზპრომზე": 15 წელი რა ბერკეტიც გვქონდა, ის რუსეთს გადავულოცეთ!

რომან გოცირიძე "გაზპრომზე": 15 წელი რა ბერკეტიც გვქონდა, ის რუსეთს გადავულოცეთ!

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ მის ხელთა არსებული ბერკეტები რუსეთს გადასცა.

როგორც გოცირიძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ახლა რუსეთს შეეძლება საქართველოს გაზი შეუმციროს, რის წინააღმდეგაც საქართველო ვერაფერს მოიმოქმედებს.

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ენერგეტიკის სფეროში ჩვენ გვქონდა სერიოზული ბერკეტი, რომელიც დავკარგეთ. როდესაც გაქვს უპირატესობა და ასეთ კაპიტულანტურ დათმობაზე მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ხელში აქვს ზეწოლის სერიოზული ბერკეტები.

შესაძლოა ეს იყოს პერსონალური შანტაჟი, შესაძლოა ეს იყოს ხელისუფლებაში არსებული პირების ფინანსური ინტერესები, ეს შესაძლოა იყოს რაღაც სხვა. მაგალითად, ასეთი რამე, რომ მოიქცევი კარგად რაღაც დაკმაყოფილებული იქნება, არ მოიქცევი კარგად და დაგსჯი ან წარსული ცოდვებისთვის, ან დავუშვათ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩავერევიო. ფაქტია, ხელისუფლება რაღაცის გამო დათანხმდა ამას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ახლა რუსეთს აქვს ბერკეტი, რომ თუ მოინდომებს საქართველოს გაზის მოწოდება შეუწყვიტოს. საქართველო კი გაზის გატარების უფლებას ვერ შეუზღუდავს, ვინაიდან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეკრულება არსებობდა თუ არ არსებობდა ჩვენ ეს ბერკეტი გვქონდა. ეს იყო ის, რომ  სომხეთში გატარებული გაზის ნაწილს ნედლეულის სახით ყველა შემთხვევაში მივიღებდით. ახლა რუსეთმა რომ მოინდომოს გაზი არ მოგვცეს, მაშინ ვერაფერს ვიზამთ. გაზის გატარების უფლება რომ გაწყვიტოს საქართველომ, მაშინ საერთაშორისო ნორმებს დავარღვევთ. 15 წლის განმავლობაში რა ბერკეტიც გვქონდა ჩვენ, ის ახლა რუსეთს გადავულოცეთ“, - განუცხადა რომან გოცირიძემ „აიპრესს“.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ორწლიანი იქნება.

„ამ ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს, ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას.

 

რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახედელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე გვაქვს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეროვნული დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად. ხელშეკრულება არის 2 წლის ვადით, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურების ანგარიშსწორება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგოომბუდსმენი 2017 წლის ანგარიშს წარადგენს

ენერგოომბუდსმენი 2017 წლის ანგარიშს წარადგენს

31 წუთის წინ

დოკუმენტში ასახულია საანგარიშო პერიოდში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი და საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი რეაგირებები. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური მონაცემები სამსახურის საქმიანობის შედეგებისა...

USD 2.4277
EUR 3.0028
GBP 3.4490
TRY 0.5917