ზურაბ ჯაფარიძე: რატომ უნდა დასდევდნენ ხალხს ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ჩემთვის გაუგებარია

ადმინისტრატორი

"გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ დღეს განხორციელებული მოქმედება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, პოლიციელებმა სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. ჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ ჯამში 84 ქოთანი მარიხუანა იყო, რომელთაგანაც უმეტესობამ გაიხარა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს და არ იცის, პროცესი როგორ გაგრძელდება.

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მე საერთოდ არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს მასკარადი და შოუ. რატომ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს, იმაში რომ ქართული პოლიცია დაკავებული იყოს იმით, რითიც დაკავებულია. რატომ უნდა დასდევდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან მარიხუანას კულტივაციისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. როგორ გააგრძელებენ და რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ცხადია, ყველასთვის ეს შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, იყო პოლიტიკური აქტი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

27 დაბა მესტიაში წყალმომარაგება შეიზღუდება

25 აპრილი, 2017

26 აპრილის 10:00 საათიდან 27 აპრილის 15:00 საათამდე დაბა მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ზურაბ ჯაფარიძე: რატომ უნდა დასდევდნენ ხალხს ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ჩემთვის გაუგებარია

ზურაბ ჯაფარიძე: რატომ უნდა დასდევდნენ ხალხს ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ჩემთვის გაუგებარია
19:35 | 11 იანვარი, 2017

მისივე თქმით, პოლიციელებმა სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. ჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ ჯამში 84 ქოთანი მარიხუანა იყო, რომელთაგანაც უმეტესობამ გაიხარა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს და არ იცის, პროცესი როგორ გაგრძელდება.

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მე საერთოდ არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს მასკარადი და შოუ. რატომ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს, იმაში რომ ქართული პოლიცია დაკავებული იყოს იმით, რითიც დაკავებულია. რატომ უნდა დასდევდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან მარიხუანას კულტივაციისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. როგორ გააგრძელებენ და რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ცხადია, ყველასთვის ეს შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, იყო პოლიტიკური აქტი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორი: ადმინისტრატორი