პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურამ ბრალი მოუხსნა

თეონა გიორგაძე

ე.წ პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურამ ბრალი 500 ლარის სანაცვლოდ მოუხსნა,- ამის შესახებ ,,აიპრესთან“ აღნიშნულ საქმეში ბრალდებულმა, ნიკა ნარსიამ განაცხადა. მისი თქმით "თავისუფალი ზონის" სამივე წევრს, მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის შემოხევის საქმეზე, ბრალი დღეს მოეხსნათ.

"მიუხედავდ მცდელობისა ,რომ ჩვენ ბრალი გვეღიარებინა და ამის შესახებ დაგვიბარეს კიდეც პროკურატურაში ორი კვირის უკან, ჩვენ არ ვაღიარეთ დანაშაული. ახლა დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ბრალს მოგიხსხნით 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდო. არც ნასამრთლეობა გექნებათო. კვალიფიკაცია შეეცვალა საქმეს და ადმინისტრაციული გადასახადი გვექნება მარტო 500 ლარი. პროკურატურა აღარ ითხოვს პატიმრობას და ითხოვს ჯარიმას 500 ლარს. გადავიხდით და დაგვიბრუნებენ პასპორტებს,“-განაცხადა ნიკა ნარსიამ "აიპრესთან".

შეგახსენებთ რომ ე.წ პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები, 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ და სასამართლომ ისინი, ერთი წლის უკან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

12 დეკემბერი, 2017

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას...

მეტი

პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურამ ბრალი მოუხსნა

პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურამ ბრალი მოუხსნა
19:22 | 11 იანვარი, 2017

"მიუხედავდ მცდელობისა ,რომ ჩვენ ბრალი გვეღიარებინა და ამის შესახებ დაგვიბარეს კიდეც პროკურატურაში ორი კვირის უკან, ჩვენ არ ვაღიარეთ დანაშაული. ახლა დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ბრალს მოგიხსხნით 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდო. არც ნასამრთლეობა გექნებათო. კვალიფიკაცია შეეცვალა საქმეს და ადმინისტრაციული გადასახადი გვექნება მარტო 500 ლარი. პროკურატურა აღარ ითხოვს პატიმრობას და ითხოვს ჯარიმას 500 ლარს. გადავიხდით და დაგვიბრუნებენ პასპორტებს,“-განაცხადა ნიკა ნარსიამ "აიპრესთან".

შეგახსენებთ რომ ე.წ პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები, 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ და სასამართლომ ისინი, ერთი წლის უკან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ავტორი: თეონა გიორგაძე