თბილისი "ზამთრის თასის" გათამაშებას მასპინძლობს

ადმინისტრატორი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 13, 14 და 15 იანვარს, თბილისის სპორტის ახალი სასახლე, „ზამთრის თასის“ პირველ გათამაშებას უმასპინძლებს.

13-14 იანვარს, დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, ტურნირში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალისტებს გამოავლენს, რომლებიც 15 იანვარს, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

13-14 იანვარს, თამაშებზე დასწრება უფასო იქნება. რაც შეეხება ფინალურ დღეს, ქართველ გულშემატკივარს, 15 იანვარს, სპორტის ახალ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვის საშუალება ექნებათ.

„ზამთრის თასზე“ თბილისში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა იგეგმება. გათამაშებაში მონაწილეობას იღებს უეფას გუნდიც.

15 იანვარს, თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სპორტის სასახლეში დაიწყება და მისი ფასი ორი ლარი იქნება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

ფინალური მატჩი, 15 იანვარს 18:30 საათზე დაიწყება. 

მაგდა კლდიაშვილი

მსგავსი სიახლეები
28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა

28 აპრილი, 2017

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროფკავშირები ამ დღეს ტრადიციულად საპროტესტო აქციით...

მეტი

ფოთში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

29 აპრილი, 2017

29 აპრილს დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო,სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, მაღალი კლასის მოსწავლეები და კოლხეთის ეროვნული...

მეტი

თბილისი "ზამთრის თასის" გათამაშებას მასპინძლობს

თბილისი "ზამთრის თასის" გათამაშებას მასპინძლობს
18:50 | 11 იანვარი, 2017

13-14 იანვარს, დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, ტურნირში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ნახევარფინალისტებს გამოავლენს, რომლებიც 15 იანვარს, ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

13-14 იანვარს, თამაშებზე დასწრება უფასო იქნება. რაც შეეხება ფინალურ დღეს, ქართველ გულშემატკივარს, 15 იანვარს, სპორტის ახალ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვის საშუალება ექნებათ.

„ზამთრის თასზე“ თბილისში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა იგეგმება. გათამაშებაში მონაწილეობას იღებს უეფას გუნდიც.

15 იანვარს, თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სპორტის სასახლეში დაიწყება და მისი ფასი ორი ლარი იქნება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

ფინალური მატჩი, 15 იანვარს 18:30 საათზე დაიწყება. 

მაგდა კლდიაშვილი

ავტორი: ადმინისტრატორი