სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა

ადმინისტრატორი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARD I-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები განიხილა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARD I-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების აუცილებლობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

ბათუმში ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია გაიმართება

20 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 24, 25, 26 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება - საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის...

მეტი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა
18:35 | 11 იანვარი, 2017

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARD I-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების აუცილებლობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი