ზურაბ ჯაფარიძე: არ მესმის, რა საჭირო იყო ეს მასკარადი

მარიამ ვაჩნაძე

"გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ დღეს განხორციელებული მოქმედება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მისივე თქმით, პოლიციელებმა სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. 

ჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ  ჯამში 84 ქოთანი მარიხუანა იყო, რომელთაგანაც უმეტესობამ გაიხარა. 

"წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომ ოფისი გაეჩხრიკათ. დაათვალიერეს მთელი ოფისი, გადაიღეს უწყვეტი კადრი, მაგრამ ძირითადი პროცედურები იქ ჩატარდა, სადაც ქოთნები იყო. აღწერეს სათითაოდ ყველაფერი - ზომა, წონა. ჯამში იყო 84 ქოთანი, აქედან უმეტესობაში ამოსული იყო. ჩააბარგეს ეს ყველაფერი, დაუძახეს დამხმარე ძალას და წაიღეს. ეს იყო რაც დღეს გააკეთეს. ჯერ საგამოძიებო უწყებაში არავის დავუბარებივართ.ზოგადად სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი გაუკეთებიათ. ბევრს არ ლაპარაკობდნენ, თუმცა კორექტულად იქცეოდნენ. უბრალოდ, რა დავალებაც ქონდათ, იმას ასრულებდნენ. უნდა ამოეღოთ ქოთნებით კანაფი და ეს ზედმიწევნით განახორციელეს" - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის თქმით, ამ თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს და არ იცის, პროცესი როგორ გაგრძელდება. 

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მე საერთოდ არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს მასკარადი და შოუ. რატომ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს, იმაში რომ ქართული პოლიცია დაკავებული იყოს იმით, რითიც დაკავებულია. რატომ უნდა დასდევდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან მარიხუანას კულტივაციისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. როგორ გააგრძელებენ და რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ცხადია, ყველასთვის ეს შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, იყო პოლიტიკური აქტი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში“

28 ივნისი, 2017

29 ივნისიდან – 1 ივლისამდე თბილისში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ინოვაციური ტექნოლოგიები მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში“ ჩატარდება. კონფერენციის პროგრამა: 29.06.2017 წ. – კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო...

მეტი

თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის ანგარიში განიხილეს

თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის ანგარიში განიხილეს

28 ივნისი, 2017

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე თელავის წყალმომარაგების სისტემის...

მეტი

ზურაბ ჯაფარიძე: არ მესმის, რა საჭირო იყო ეს მასკარადი

ზურაბ ჯაფარიძე: არ მესმის, რა საჭირო იყო ეს მასკარადი
18:31 | 11 იანვარი, 2017

მისივე თქმით, პოლიციელებმა სათითაოდ აღწერეს ყველა ქოთანი, სადაც მარიხუანა იყო დარგული. 

ჯაფარიძემ აქვე დასძინა, რომ  ჯამში 84 ქოთანი მარიხუანა იყო, რომელთაგანაც უმეტესობამ გაიხარა. 

"წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომ ოფისი გაეჩხრიკათ. დაათვალიერეს მთელი ოფისი, გადაიღეს უწყვეტი კადრი, მაგრამ ძირითადი პროცედურები იქ ჩატარდა, სადაც ქოთნები იყო. აღწერეს სათითაოდ ყველაფერი - ზომა, წონა. ჯამში იყო 84 ქოთანი, აქედან უმეტესობაში ამოსული იყო. ჩააბარგეს ეს ყველაფერი, დაუძახეს დამხმარე ძალას და წაიღეს. ეს იყო რაც დღეს გააკეთეს. ჯერ საგამოძიებო უწყებაში არავის დავუბარებივართ.ზოგადად სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი გაუკეთებიათ. ბევრს არ ლაპარაკობდნენ, თუმცა კორექტულად იქცეოდნენ. უბრალოდ, რა დავალებაც ქონდათ, იმას ასრულებდნენ. უნდა ამოეღოთ ქოთნებით კანაფი და ეს ზედმიწევნით განახორციელეს" - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძის თქმით, ამ თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს და არ იცის, პროცესი როგორ გაგრძელდება. 

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მე საერთოდ არ მესმის, რისთვის არის საჭირო ეს მასკარადი და შოუ. რატომ უნდა ვხარჯავდეთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს, იმაში რომ ქართული პოლიცია დაკავებული იყოს იმით, რითიც დაკავებულია. რატომ უნდა დასდევდნენ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ან მარიხუანას კულტივაციისთვის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. როგორ გააგრძელებენ და რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ცხადია, ყველასთვის ეს შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, იყო პოლიტიკური აქტი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე