ჯანი ინფანტინო - მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება საფეხბურთო გადაწყვეტილებაა

ადმინისტრატორი

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება, არა ფინანსური, არამედ სპორტული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ფიფას შესაძლოა 500 მილიონით მეტი დაუჯდეს, ვიდრე 32 გუნდიან ჩემპიონატზე იხარჯებოდა.

„ეს არ არის დაკავშირებული ფულთან“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს BBC, - „პირიქით, ეს წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილებაა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც 21-ე საუკუნეში ფეხბურთს შეცვლის. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ხარისხი რეალურად გაიზრდება. ბევრ ქვეყანას ექნება შანსი, ასეთ ტურნირზე მოხვედრის და ელიტარული გუნდების წინაამდეგ თამაშის. ფეხბურთი შეიცვლება და უფრო გლობალური გახდება. ყველა კმაყოფილია ევროპული ფეხბურთით, მაგრამ ის ევროპის გარეთ უნდა გავიდეს. იყო პრეტენზიები კლუბებისგან,. მოთამაშეებსა და კალენდარზე, მაგრამ ფორმატი დარჩება უცვლელი, როგორც 32 გუნდის შემთხვევაში იყო, შვიდი თამაში, მაქსიმუმ დღეში“.

გუშინ, ციურიხში, ფიფას სხდომაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა, რომელსაც მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა. გუნდების გაზრდის რაოდენობის იდეა, ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 2026 წლიდან, მუნდიალზე, 32 ნაცვლად, მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.

მაგდა კლდიაშვილი

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

23 მარტი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები...

მეტი

სოფელ წილკანში ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება

24 მარტი, 2017

24 მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში ფონდ Your Forest-ის ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის აგრო-კლიმატური სადგურების პრეზენტაცია გაიმართება, - აღნიშნულის შესახებ...

მეტი

ჯანი ინფანტინო - მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება საფეხბურთო გადაწყვეტილებაა

ჯანი ინფანტინო -  მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილება საფეხბურთო გადაწყვეტილებაა
17:28 | 11 იანვარი, 2017

„ეს არ არის დაკავშირებული ფულთან“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს BBC, - „პირიქით, ეს წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილებაა. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც 21-ე საუკუნეში ფეხბურთს შეცვლის. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ხარისხი რეალურად გაიზრდება. ბევრ ქვეყანას ექნება შანსი, ასეთ ტურნირზე მოხვედრის და ელიტარული გუნდების წინაამდეგ თამაშის. ფეხბურთი შეიცვლება და უფრო გლობალური გახდება. ყველა კმაყოფილია ევროპული ფეხბურთით, მაგრამ ის ევროპის გარეთ უნდა გავიდეს. იყო პრეტენზიები კლუბებისგან,. მოთამაშეებსა და კალენდარზე, მაგრამ ფორმატი დარჩება უცვლელი, როგორც 32 გუნდის შემთხვევაში იყო, შვიდი თამაში, მაქსიმუმ დღეში“.

გუშინ, ციურიხში, ფიფას სხდომაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა, რომელსაც მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა. გუნდების გაზრდის რაოდენობის იდეა, ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 2026 წლიდან, მუნდიალზე, 32 ნაცვლად, მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.

მაგდა კლდიაშვილი

ავტორი: ადმინისტრატორი