მოლდოვის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს 16-17 იანვარს ეწვევა

ადმინისტრატორი

მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს 16-17 იანვარს ეწვევა,-ინფორმაციას საგენტო TASS ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, ის კიშინიოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. "იგორ დოდონი მოსკოვს 16-17 იანვარს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ფედერალური კრების ხელმძღვანელობას შეხვდება", - განაცხადა წყარომ.

მანამდე, დოდონმა განაცხადა, რომ მიგრანტების შრომითი საკითხის განხილვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გეგმავდა.

ადრე,მოლდოვის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელმა იგორ დოდონმა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსწონს და სურს პუტინის მსგავსი პოლიტიკა განახორციელოს." ვფიქრობ, რომ ეს კომპლიმენტია ჩემთვის", - განაცხადა დოდონმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის ლიდერის მსგავსი პოლიტიკოსი გახდეს.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის „გაძლიერდა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი“.

"ბუნებრივია, ასევე მინდა, რომ მოლდოვაში სიტუაცია შეიცვალოს, რათა ხალხს მისი მომავლის სჯეროდეს, როგორც რუსებს რუსეთის მომავლით სჯერათ", - განაცხადა იგორ დოდონმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იგორ დოდონმა  -38.71% დააგროვა. მოლდოვაში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ცესკო-ს მონაცემებით, 31 ოქტომბერს, მოლდოვაში ამომრჩეველთა აქტივობამ 48.9% შეადგინა, რაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 2% -ით ნაკლებია. ყველაზე დიდი აქტივობა კიშინიოვში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - გაგაუზის ავტონომიურ ტერიტორიულ ერთეულში.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ოცი წლის შემდეგ, პირველად პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს. მოლდოვაში პირდაპირი წესით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 1996 წელს ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო

სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო

20 იანვარი, 2017

საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის...

მეტი

სოფელ ნიგვზიანში გზაზე შავი საფარის დაგება გრძელდება

16 იანვარი, 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს სოფელ ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას...

მეტი

მოლდოვის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს 16-17 იანვარს ეწვევა

მოლდოვის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს 16-17 იანვარს ეწვევა
15:26 | 11 იანვარი, 2017

დიპლომატიური წყაროების თანახმად, ის კიშინიოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. "იგორ დოდონი მოსკოვს 16-17 იანვარს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ფედერალური კრების ხელმძღვანელობას შეხვდება", - განაცხადა წყარომ.

მანამდე, დოდონმა განაცხადა, რომ მიგრანტების შრომითი საკითხის განხილვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გეგმავდა.

ადრე,მოლდოვის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელმა იგორ დოდონმა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსწონს და სურს პუტინის მსგავსი პოლიტიკა განახორციელოს." ვფიქრობ, რომ ეს კომპლიმენტია ჩემთვის", - განაცხადა დოდონმა ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის ლიდერის მსგავსი პოლიტიკოსი გახდეს.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის „გაძლიერდა სახელმწიფოებრიობა და პატრიოტიზმი“.

"ბუნებრივია, ასევე მინდა, რომ მოლდოვაში სიტუაცია შეიცვალოს, რათა ხალხს მისი მომავლის სჯეროდეს, როგორც რუსებს რუსეთის მომავლით სჯერათ", - განაცხადა იგორ დოდონმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იგორ დოდონმა  -38.71% დააგროვა. მოლდოვაში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ცესკო-ს მონაცემებით, 31 ოქტომბერს, მოლდოვაში ამომრჩეველთა აქტივობამ 48.9% შეადგინა, რაც 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 2% -ით ნაკლებია. ყველაზე დიდი აქტივობა კიშინიოვში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - გაგაუზის ავტონომიურ ტერიტორიულ ერთეულში.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ოცი წლის შემდეგ, პირველად პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს. მოლდოვაში პირდაპირი წესით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 1996 წელს ჩატარდა.

ავტორი: ადმინისტრატორი