საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია 100-ზე მეტი წარმომადგენლით ეწვევა

ადმინისტრატორი

საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა 100-ზე მეტი წარმომადგენლით. საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმის გამართვა დაანონსდა ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა" (GEA) და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPITBJ) შორის შეხვედრაზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ავრცელებს.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩინეთის უცხოური ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.

იგი აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 4000-მდე საწარმოსა და ორგანიზაციას პეკინში. მათი ორგანიზებით იმართება გლობალური ბიზნეს ფორუმები და გამოფენები.

დაანონსებული ბიზნესფორუმი გაიმართება პროექტის “ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელის” ფარგლებში. როგორც ჩინეთის მხარემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი ასტანაში გამართული 3 თვიანი მსოფლიო ბიზნეს ფორუმის გაგრძელება იქნება. მათი სურვილია, ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია გამოუყვეს ე.წ აბრეშუმის გზას, რათა მაქსიმალურად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნეს ფორუმების, გამოფნების საშუალებით.

დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ასოცირებული კონსული და ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების დეპარტამენტების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობა განვითარდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  •  ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარება;
  •  გარემოსა დაცვისა და რესურსეფექტური წარმოების ხელშეწყობა;

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა ჩანიშნულია აპრილში, რომელზეც განიხილება დაგეგმილი ბიზნესფორუმის ორგანიზების დეტალები და განისაზღვრება ის ბიზნეს სექტორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მასში.

მსგავსი სიახლეები
სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო

სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო

20 იანვარი, 2017

საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის...

მეტი

სოფელ ნიგვზიანში გზაზე შავი საფარის დაგება გრძელდება

16 იანვარი, 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს სოფელ ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას...

მეტი

საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია 100-ზე მეტი წარმომადგენლით ეწვევა

საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია 100-ზე მეტი წარმომადგენლით ეწვევა
15:00 | 11 იანვარი, 2017

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩინეთის უცხოური ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.

იგი აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 4000-მდე საწარმოსა და ორგანიზაციას პეკინში. მათი ორგანიზებით იმართება გლობალური ბიზნეს ფორუმები და გამოფენები.

დაანონსებული ბიზნესფორუმი გაიმართება პროექტის “ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელის” ფარგლებში. როგორც ჩინეთის მხარემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი ასტანაში გამართული 3 თვიანი მსოფლიო ბიზნეს ფორუმის გაგრძელება იქნება. მათი სურვილია, ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია გამოუყვეს ე.წ აბრეშუმის გზას, რათა მაქსიმალურად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნეს ფორუმების, გამოფნების საშუალებით.

დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ასოცირებული კონსული და ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების დეპარტამენტების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობა განვითარდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  •  ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარება;
  •  გარემოსა დაცვისა და რესურსეფექტური წარმოების ხელშეწყობა;

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა ჩანიშნულია აპრილში, რომელზეც განიხილება დაგეგმილი ბიზნესფორუმის ორგანიზების დეტალები და განისაზღვრება ის ბიზნეს სექტორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მასში.

ავტორი: ადმინისტრატორი