"ტორპედო" თურქეთში მოემზადება - მეტოქეები ჯერ გაურკვეველია

ადმინისტრატორი

ქუთაისის „ტორპედო“ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში გაივლის. კლუბს ადგილზე ხუთი ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი, თუმცა, ჯერ-ჯერობით, უცნობია, ვისთან ისპარინგებენ ქუთაისელები.

ზამთრის პაუზის შემდეგ, კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელები, გუშინ პირველად შეკრიბა. ამ დროისთვის, დადასტურებულია, რომ „ტორპედო“ 11-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი, იმერულ კლუბში ჯერ მხოლოდ 5 ფეხბურთელი მივიდა - გურამ ადამაძე, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და ნიკოლოზ საბანაძე.

თურქეთში გამგზავრებამდე, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი, ფეხბურთელებს ქუთაისში, ხელოვნურ საფარიან მოედანზე მოამზადებს და საქართველოში მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 25 და 28 იანვარს, 1 და 4 თებერვალს, ოთხ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.

იმერლები თურქეთში 7 თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც ორ კვირას დაჰყოფენ. საკონტროლო შეხვედრები 10, 13, 16, 18 და 20 თებერვალსაა ჩანიშნული. 

მაგდა კლდიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კლინიკები, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ანაზღურებას ვერ მიიღებენ

19 იანვარი, 2017

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს. სოფრომაძის თქმით, ცვლილებები თებერვლიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება...

მეტი

სოფელ ნიგვზიანში გზაზე შავი საფარის დაგება გრძელდება

16 იანვარი, 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს სოფელ ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას...

მეტი

"ტორპედო" თურქეთში მოემზადება - მეტოქეები ჯერ გაურკვეველია

"ტორპედო" თურქეთში მოემზადება - მეტოქეები ჯერ გაურკვეველია
14:10 | 11 იანვარი, 2017

ზამთრის პაუზის შემდეგ, კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელები, გუშინ პირველად შეკრიბა. ამ დროისთვის, დადასტურებულია, რომ „ტორპედო“ 11-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი, იმერულ კლუბში ჯერ მხოლოდ 5 ფეხბურთელი მივიდა - გურამ ადამაძე, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და ნიკოლოზ საბანაძე.

თურქეთში გამგზავრებამდე, გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი, ფეხბურთელებს ქუთაისში, ხელოვნურ საფარიან მოედანზე მოამზადებს და საქართველოში მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 25 და 28 იანვარს, 1 და 4 თებერვალს, ოთხ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.

იმერლები თურქეთში 7 თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც ორ კვირას დაჰყოფენ. საკონტროლო შეხვედრები 10, 13, 16, 18 და 20 თებერვალსაა ჩანიშნული. 

მაგდა კლდიაშვილი

ავტორი: ადმინისტრატორი