გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ადმინისტრატორი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით კოშკა-გუგუთიაანთკარში დიდი, ბუნებრივსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა.

თითქმის დასრულებულია სტანდარტული საფეხბურთო მოედნის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც. აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა დასრულად განახლდა სპორტული მოედნები ტყვიავში, მეჯვრისხევში, ტირძნისში, კარალეთში, პატარა გარეჯვარში, წითელუბანში,ახალდაბაში, ბერბუკსა და თედოწმინდაში.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ვაგრძელებთ სპორტული მოედნების მშენებლობას და რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სოფლებში ყველა თაობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეეძლებათ თავისუფალ დროს სპორტით დაკავდნენ.

მოგეხსენებათ, რომ გორმა და ზოგადად შიდა ქართლმა არაერთი ჩემპიონი აღზარდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ვიმედოვნებ რომ მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

გამგეობამ, გასულ წელს, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, არაერთი ჩემპიონატი გამართა, სადაც გუნდებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს არა მხოლოდ რაიონის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. ეს ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13:59 | 11 იანვარი, 2017

გამგეობის ინფორმაციით კოშკა-გუგუთიაანთკარში დიდი, ბუნებრივსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა.

თითქმის დასრულებულია სტანდარტული საფეხბურთო მოედნის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც. აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა დასრულად განახლდა სპორტული მოედნები ტყვიავში, მეჯვრისხევში, ტირძნისში, კარალეთში, პატარა გარეჯვარში, წითელუბანში,ახალდაბაში, ბერბუკსა და თედოწმინდაში.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ვაგრძელებთ სპორტული მოედნების მშენებლობას და რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სოფლებში ყველა თაობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეეძლებათ თავისუფალ დროს სპორტით დაკავდნენ.

მოგეხსენებათ, რომ გორმა და ზოგადად შიდა ქართლმა არაერთი ჩემპიონი აღზარდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ვიმედოვნებ რომ მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

გამგეობამ, გასულ წელს, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, არაერთი ჩემპიონატი გამართა, სადაც გუნდებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს არა მხოლოდ რაიონის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. ეს ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს.

ავტორი: ადმინისტრატორი