ობამა: რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს მსოფლიოზე გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან (ვიდეო)

ადმინისტრატორი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელი სიტყვით დროს განაცხადა, რომ ამერიკის მთავარი მოწინაამდეგეები რუსეთი და ჩინეთი არიან. ობამას განმარტებით, რუსეთი და ჩინეთი შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან.

"ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს. შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს. მეორე მხრივ კი, საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი.

10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით. ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს. შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება. ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

ობამა: რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს მსოფლიოზე გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან (ვიდეო)

ობამა: რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს მსოფლიოზე გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან (ვიდეო)
11:39 | 11 იანვარი, 2017

"ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს. შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს. მეორე მხრივ კი, საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი.

10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით. ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს. შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება. ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება.

ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

ავტორი: ადმინისტრატორი