ბარაკ ობამა: ამერიკის საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან (ვიდეო)

ადმინისტრატორი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელი სიტყვით დროს განაცხადა, რომ ამერიკის საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან. ობამამ მისი საპრეზიდენტო პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

"ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს. შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს.

მეორე მხრივ კი, საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი.

10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით.

ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს. შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება.

ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

ბარაკ ობამა: ამერიკის საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან (ვიდეო)

ბარაკ ობამა: ამერიკის საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან (ვიდეო)
11:15 | 11 იანვარი, 2017

"ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს. შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს.

მეორე მხრივ კი, საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი.

10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით.

ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს. შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება.

ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

ავტორი: ადმინისტრატორი