ბარაკ ობამა გამოსამშვიდობელი სიტყვის დროს ატირდა (ვიდეო)

ადმინისტრატორი

აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოსამშვიდობელ სიტყვის დროს ატირდა. ობამას ბოლო განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ს პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ოჯახს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი მეუღლეს მიშელ ობამას. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიშელ ობამა მეუღლე, შვილების დედა და საუკეთესო მეგობარია. ობამამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი შეაჯამა და პირობა დადო, რომ ტრამპს ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს.

"ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს.

შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს. მეორე მხრივ კი, საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი.

10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით. ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს.

შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება.

ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

წულაია: სტრესიდან გამოვედი და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება პოლიტიკურ ტაიმ-აუტზე

23 ოქტომბერი, 2017

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულ გატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ,(რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას).ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ...

მეტი

ბარაკ ობამა გამოსამშვიდობელი სიტყვის დროს ატირდა (ვიდეო)

 ბარაკ ობამა გამოსამშვიდობელი სიტყვის დროს ატირდა (ვიდეო)
10:45 | 11 იანვარი, 2017

აშშ-ს პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ოჯახს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი მეუღლეს მიშელ ობამას. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიშელ ობამა მეუღლე, შვილების დედა და საუკეთესო მეგობარია. ობამამ მისი პრეზიდენტობის პერიოდი შეაჯამა და პირობა დადო, რომ ტრამპს ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს.

"ვის სჯეროდა 8 წლის წინ, რომ ამერიკა რეცესიას დაამარცხებდა. რომ ჩვენ კუბელ ხალხთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან დავიწყებდით. ერთი გასროლის გარეშე მოვუღებდით ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამას. გავუსწორდებოდით 11 სექტემბრის ტერაქტის იდეოლოგს.

შეერთებული შტატების საბაზისო პრინციპებს საფრთხეს აგრესიული ფანატიკოსები უქმნიან, ვინც ისლამის სახელით საუბრობს. მეორე მხრივ კი, საფრთხეს ის ავტოკრატი მმართველები წარმოადგენენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი, ღია დემოკრატია და სამოქალაქო საზიგადოება მათ ხელისუფლებას ემუქრება. ეს უკანასკნელები ამერიკული დემოკრატიისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი.

10 დღეში მსოფლიო ჩვენი დემოკრატიის მოწმე კიდევ ერთხელ გახდება. როცა თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადავაბარებთ. ვპირდები პრეზიდენტ ტრამს, რომ ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, ისევე როგორც ჩემთვის ეს ჩემთვის პრეზიდენტმა ბუშმა უზრუნველყო. მომავალი თქვენ გეკუთვნით. ყველა პოტენციალის რეალიზებისთვის, აუცილებელია, რომ დემოკრატია მუშაობდეს.

შეერთებული შტატები ვერ დაანებებს თავს გლობალურ ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდეს.

შეერთებული შტატები ვერ გამოეთიშება ექტრემიზმის, შოვინიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება, ქვეყნებს შორის ომის ალბათობა გაიზრდება.

ეს კი ჩვენი თავისუფლებისთვის საფრთხე იქნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გავლენის მოხდენაში ვერ შეედრებიან, თუკი ჩვენ დემოკრატიის პრინციპებს არ ვუღალატებთ და კიდევ ერთ დიდ ქვეყნად არ გადავიქცევით, რომელიც მეზობელ ქვეყნებს ჩაგრავს“,-განაცხადა ობამამ.

ავტორი: ადმინისტრატორი