კვირიკაშვილი მღებრიშვილს: გამოიკვლიეთ, რატომ არ უშვებენ ამ ბარებში ადგილობრივ მამაკაცებს

ადმინისტრატორი

რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ მდებარე ბარებში დისკრიმინაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. აღნიშნულ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. იქ შესვლის უფლებას მხოლოდ ქართველ გოგოებს აძლევენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა ამ პრობლემით დაინტერესდეს და ამ საკითხს კანონის ფარგლებში მიუდეს.

"ამ კუთხით ადრე იყო პრობლემები, შემდეგ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მინდა შს მინისტრს და სამინისტროს დავავალო, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა ,როგოც მე ვიცი ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ. სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ.
 
ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით. მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
პრემიერმა ასევე ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს თხოვნით მიმართა, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.
 
"თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება

24 მაისი, 2017

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეან-გინეკოლოგმა ნონა კრილოვმა განუცხადა, განყოფილებას ჯერჯერობით დროებით აქვს შეჩერებული საქმიანობა, თუმცა შენობისთვის რემონტის...

მეტი

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

24 მაისი, 2017

25 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

კვირიკაშვილი მღებრიშვილს: გამოიკვლიეთ, რატომ არ უშვებენ ამ ბარებში ადგილობრივ მამაკაცებს

კვირიკაშვილი მღებრიშვილს: გამოიკვლიეთ, რატომ არ უშვებენ ამ ბარებში ადგილობრივ მამაკაცებს
10:15 | 11 იანვარი, 2017
"ამ კუთხით ადრე იყო პრობლემები, შემდეგ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მინდა შს მინისტრს და სამინისტროს დავავალო, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა ,როგოც მე ვიცი ადგილობრივ მამაკაცებს ამ ობიექტებში არ უშვებენ. სამწუხაროდ, მხოლოდ მანდილოსნებს უშვებენ. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან თავი შევიკავოთ და კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ.
 
ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით. მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს უმოკლეს პერიოდში",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
პრემიერმა ასევე ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძეს თხოვნით მიმართა, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს და შეისწავლოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.
 
"თუ ეს არის რაიმე დახურული კლუბის ტიპი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუ რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა აქ ადამიანების შესვლის, თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ ის მთლიანად უნდა დაექვემდებაროს და იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის თვალსაზრისით არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ადმინისტრატორი