ისრაელის მოქალაქე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს

ადმინისტრატორი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ც. თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.ც.-ს მარიხუანის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მსგავსი სიახლეები
საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

22 აპრილი, 2017

19-23 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში იმართება ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრება წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...

მეტი

სამედიცინო კორპორაცია

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

22 აპრილი, 2017

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ. ...

მეტი

ისრაელის მოქალაქე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს

ისრაელის მოქალაქე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს
09:35 | 11 იანვარი, 2017

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.ც.-ს მარიხუანის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ავტორი: ადმინისტრატორი