ტექნოლოგიური კომპანიების შერჩევა ტექნოპარკის სამუშაო სივრცეში განსათავსებლად დაიწყო

ადმინისტრატორი

საერთო სამუშაო სივრცე ტექნოპარკის ერთერთი სერვისია, რომელიც სტარტაპებს უფასო საოფისე ფართს სთავაზობს. სამუშაო მაგიდებს ან იზოლირებულ ოთახს კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესმენები 3-დან 12 თვემდე დაიკავებენ და თანაც სრულ განაკვეთზე შეეძლებათ მუშაობა.განცხადების მიღების ბოლო ვადა 20 იანვარია. მონაწილეთა გასაუბრება კი გაიმართება 20-იდან 30 იანვრამდე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ტექნოპარკი აგრძელებს ქართული ახალგაზრდა კომპანიების ხელშეწყობას და მათთვის ქმნის ინოვაციურ და კრეატიულ სამუშაო გარემოს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია განვითარდე, შეძლო მეტი, ისწავლო პროფესიონალებისაგან და გაიზიარო სხვა გუნდების გამოცდილება. ყოველი წევრი საინტერესო და ამბიციურ პროექტზე მუშაობს, იზრდება ყოველდღიურად და ყალიბდება გლობალურ ბაზარზე ორიენტირებულ პროგრესულ კომპანიად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო სამუშაო სივრცის წევრებს ტექნოპარკი სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს. მათ აქვთ წვდომა ბიზნეს ინკუბატორის წევრებთან, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. ხვდებიან ყველაზე წარმატებულ და გამოცდილ მენტორებს, რაც ხელს უწყობს მათი ბიზნესისა და პროფესიონალურ განვითარებას. რეზიდენტებისთვის ხშირად იგეგმება გაცნობითი სახის ღონისძიებები სტარტაპ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და პრეზენტაციები.

ტენოპარკის საერთო სამუშაო სივრცის წევრ სტარტაპებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ ტექნოპარკში არსებული Intel-ის, HP-ისა და Samsung-ის შოურუმები, მათში განთავსებული მაღალტექნოლოგიური ტექნიკა და გატესტონ, დაამუშაონ, გააუმჯობესონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტი. გუნდის წევრებისათვის ტექნოპარკის ფაბლაბის კარებიც ღიაა, იმისათვის, რომ შეძლონ ნებისმიერი სახის პროტოტიპირება. მათ, ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ სატრენინგო ოთახების, საკონფერენციო დარბაზის რესურსი და ბიზნეს კონსულტანტების მომსახურება. სტარტაპებს კონსულტაციებს ტექნოპარკში მუდმივად განთავსებული კომპანიები- საქპატენტი, დელოიტი და მართვის აკადემია გაუწევს.

ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ქმნის სასწავლო გარემოს და აყალიბებს ძლიერ სამუშაო კულტურას. აღნიშნულ გარემოში, სივრცის წევრების დახმარებით, სტარტაპებს მიეცემათ უდიდესი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარების მხრივ:
· ბიზნესის სწრაფი განვითარება

· პირადი და პროფესიონალური ქსელის გაზრდა

· ახალი კლიენტების მოძიება და შემოსავლის გაზრდა

· ნიჭიერი სპეციალისტების დასაქმება

· პროდუქტიულობა

· იზოლირებული სამუშაო გარემო

· მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი უნარების გამომუშავება

· ბიზნეს იდეების და პროექტების შეფასება და კონსულტაცია

· პროფესიონალურ გარემოში მუშაობა.

· მორგებადი სამუშაო გარემო

· ბარიერების გადალახვა

ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ხელს უწობს ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ის აკავშირებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს და მენტორებს და ამით ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტების შექმნას, თანამშრომლობის და დასაქმების პერსპექტივას და წვდომას უსაზღვრო შესაძლებლობებთან. საბოლოო ჯამში, მსგავსი საზოგადოება შექმნის იდეალურ ეკოსისტემას ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ტექნოლოგიური კომპანიების შერჩევა ტექნოპარკის სამუშაო სივრცეში განსათავსებლად დაიწყო

ტექნოლოგიური კომპანიების შერჩევა ტექნოპარკის სამუშაო სივრცეში განსათავსებლად დაიწყო
13:28 | 10 იანვარი, 2017

ტექნოპარკი აგრძელებს ქართული ახალგაზრდა კომპანიების ხელშეწყობას და მათთვის ქმნის ინოვაციურ და კრეატიულ სამუშაო გარემოს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია განვითარდე, შეძლო მეტი, ისწავლო პროფესიონალებისაგან და გაიზიარო სხვა გუნდების გამოცდილება. ყოველი წევრი საინტერესო და ამბიციურ პროექტზე მუშაობს, იზრდება ყოველდღიურად და ყალიბდება გლობალურ ბაზარზე ორიენტირებულ პროგრესულ კომპანიად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო სამუშაო სივრცის წევრებს ტექნოპარკი სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს. მათ აქვთ წვდომა ბიზნეს ინკუბატორის წევრებთან, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. ხვდებიან ყველაზე წარმატებულ და გამოცდილ მენტორებს, რაც ხელს უწყობს მათი ბიზნესისა და პროფესიონალურ განვითარებას. რეზიდენტებისთვის ხშირად იგეგმება გაცნობითი სახის ღონისძიებები სტარტაპ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და პრეზენტაციები.

ტენოპარკის საერთო სამუშაო სივრცის წევრ სტარტაპებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ ტექნოპარკში არსებული Intel-ის, HP-ისა და Samsung-ის შოურუმები, მათში განთავსებული მაღალტექნოლოგიური ტექნიკა და გატესტონ, დაამუშაონ, გააუმჯობესონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტი. გუნდის წევრებისათვის ტექნოპარკის ფაბლაბის კარებიც ღიაა, იმისათვის, რომ შეძლონ ნებისმიერი სახის პროტოტიპირება. მათ, ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ სატრენინგო ოთახების, საკონფერენციო დარბაზის რესურსი და ბიზნეს კონსულტანტების მომსახურება. სტარტაპებს კონსულტაციებს ტექნოპარკში მუდმივად განთავსებული კომპანიები- საქპატენტი, დელოიტი და მართვის აკადემია გაუწევს.

ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ქმნის სასწავლო გარემოს და აყალიბებს ძლიერ სამუშაო კულტურას. აღნიშნულ გარემოში, სივრცის წევრების დახმარებით, სტარტაპებს მიეცემათ უდიდესი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარების მხრივ:
· ბიზნესის სწრაფი განვითარება

· პირადი და პროფესიონალური ქსელის გაზრდა

· ახალი კლიენტების მოძიება და შემოსავლის გაზრდა

· ნიჭიერი სპეციალისტების დასაქმება

· პროდუქტიულობა

· იზოლირებული სამუშაო გარემო

· მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი უნარების გამომუშავება

· ბიზნეს იდეების და პროექტების შეფასება და კონსულტაცია

· პროფესიონალურ გარემოში მუშაობა.

· მორგებადი სამუშაო გარემო

· ბარიერების გადალახვა

ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ხელს უწობს ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ის აკავშირებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს და მენტორებს და ამით ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტების შექმნას, თანამშრომლობის და დასაქმების პერსპექტივას და წვდომას უსაზღვრო შესაძლებლობებთან. საბოლოო ჯამში, მსგავსი საზოგადოება შექმნის იდეალურ ეკოსისტემას ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

ავტორი: ადმინისტრატორი