საქართველოს მასშტაბით კიდევ 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

ადმინისტრატორი

პროფესიულ სასწავლებელ "მერმისში" გიორგი გახარიამ და ალექსანდრე  ჯეჯელავამ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნეს. აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ  ფაბლაბებიდან, რომლებიც ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური).

აღნიშნული ლაბორატორიები გახდნენ საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები.

"პირველ რიგში, მინდა განათლების სამინისტროს მადლობა გადავუხადო ძალზე სერიოზული და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ იმ დისბალანსის შევსება, რომელიც პროფესიულ და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში გაგვაჩნია.

სწორედ ამიტომ, ამ ერთ-ერთ საინტერესო, პროფესიული განათლების კოლეჯში დღეს ფაბლაბი შეიქმნა და დღესვე იხსნება ასევე 14 ფაბლაბი არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ.

"როგორც იცით, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ განათლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ დისბალანსის შევსება მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში, რომელშიც ჩვენ დღეს შრომის ბაზარზე გაგვაჩნია. ამ დისბალანსის შევსება მხოლოდ მსგავსი ფაბლაბების და პროფესიულ განათლებაში სტრუქტურული ცვლილების შეტანის საშუალებით იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის  უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ საქართველოში საერთო ჯამში 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

საქართველოს მასშტაბით კიდევ 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს მასშტაბით კიდევ 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა
11:38 | 10 იანვარი, 2017

პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური).

აღნიშნული ლაბორატორიები გახდნენ საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები.

"პირველ რიგში, მინდა განათლების სამინისტროს მადლობა გადავუხადო ძალზე სერიოზული და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ იმ დისბალანსის შევსება, რომელიც პროფესიულ და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში გაგვაჩნია.

სწორედ ამიტომ, ამ ერთ-ერთ საინტერესო, პროფესიული განათლების კოლეჯში დღეს ფაბლაბი შეიქმნა და დღესვე იხსნება ასევე 14 ფაბლაბი არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ.

"როგორც იცით, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ განათლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ დისბალანსის შევსება მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში, რომელშიც ჩვენ დღეს შრომის ბაზარზე გაგვაჩნია. ამ დისბალანსის შევსება მხოლოდ მსგავსი ფაბლაბების და პროფესიულ განათლებაში სტრუქტურული ცვლილების შეტანის საშუალებით იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის  უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ საქართველოში საერთო ჯამში 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.

ავტორი: ადმინისტრატორი