"თუ ხალხის დაკვეთა იქნება, ქუჩის აქციებსაც გავმართავთ", - ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან

იაგო ნაცვლიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის თანამებრძოლი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პარტიაში დაპირისპირება თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ შეიტანა. 

ეს განცხადება წიკლაურმა „აიპრესთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უგულავას წერილმა პარტიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამბობს, რომ უგულავას ვითარების განმუხტის რესურსი არ აქვს.

წიკლაური არ იზიარებს პოზიციას იმაზე, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი თემა პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხიც იყო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე, გიგი უგულავას როლზე, 20 იანვრის ყრილობაზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე „აიპრესი“ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

პარტიის წევრების ნაწილი, მათ შორის არა მარტო ლიდერები, არამედ რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყრილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება პოლიტსაბჭოს გვერდის ავლით, რამდენიმე ადამიანის მიერ, რაც არალეგიტიმურია. ამ ფონზე, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ყრილობის გამართვის ვადამ გადაიწიოს?

ჩვენ ვმოქმედებთ, პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. პოლიტსაბჭოზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეიქმნას საორგანიზაციო კომისია. ხუთმა ადამიანმა უნდა დაასახელოს ერთი პიროვნება ამ საორგანიზაციო კომისიაში. საორგანიზაციო კომისიაში ამჟამად 6 კაცია. ერთმა მხარემ თავისი წარმომადგენელი არ დაასახელა. ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყრილობა დროულად არ ჩატარდეს. ყრილობის ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არც სამართლებრივი და არც სხვა ტიპის.

გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? მოახერხეს თუ არა მათ შეთანხმებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით?

სჯობს შინაარსთან დაკავშირებით კომენტარი მათ სთხოვოთ ვინც ისაუბრა. მე შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში არსებულ ვითარებაში და იმ დესტრუქციულ ვითარებაში ძალიან ცუდი როლი ითამაშა თავის დროზე გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა. უგულავა დღესაც ბოკერიას ფრთას წარმოადგენს. შემრიგებლური მისიის შესაძლებლობა მას არ აქვს. ის არის ერთი ჯგუფის წარმომადგენელი. არ მაქვს ილუზია, რომ მცირე რესურსიც კი ჰქონდეს იმის, რომ პოზიტივი შეიტანოს ამ დაძაბულობაში. სამწუხაროდ უგულავას წერილმა სათავე დაუდო დაპირისპირებას.

ელოდებით თუ არა, რომ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ პარტია ორ ნაწილად გაიყოფა?

ამას არც ველოდები და არც მგონია, რომ ამაზე შეფასება კორექტულია. საქმე გვაქვს პარტიის მცირე ჯგუფთან, რომელიც იყო მმართველობაში მთელი ამ ხნის განმავლობაში. მათ უკან არ იყვნენ ამომრჩეველი. მგონია, რომ მასშტაბური ყრილობის მიმართ შიში სწორედ ამით არის გამოწვეული. ამით გამოჩნდება როგორია რეალობა, ვის უჭერს მხარს პარტიის რიგითი წევრები, რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამიტომ ცდილობს პარტიის ლიდერების ეს ჯგუფი, რომ როგორმე ჩაიშალოს ყრილობა.

ვიმეორებ, ყრილობის ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყრილობა, რაც „ნაცმოძრაობას“ გაუმართავს და ყრილობა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. აქ მეორე ჯგუფსაც ექნება შესაძლებლობა თავისი წინადადები დააყენოს, თუ მას ექნება მხარდაჭერა არავითარი პრობლემა არ იქნება. მაგრამ, თავადაც კარგად იციან როგორი განწყობილებაა პარტიაში. კარგად იციან, რომ სამწუხაროდ მათ მიმართ არის ცალსახად ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება. ჩვენი წარმომადგენლები ახლა ამ ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამის გამო არ სურდათ თავიდანვე წარმომადგენლობითი ყრილობის გამართვა.

თუ გახსოვთ, არჩევნების შემდეგ ამ კარჩაკეტილმა ჯგუფმა პირველი ნაბიჯი რაც გადადგა, ეს იყო ამომრჩევლის დაგმობა. შემდეგ ამას მოჰყვა სხვა ოდიოზური ნაბიჯები, მათ შორის იყო საპარლამენტო სიიდან სხვაგვარად მოაზროვნეთა ამოღება. დღესაც ჰქონდათ მცდელობა, რომ ნიკა მელია ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ყველა ეს ნაბიჯი მათ სულ უფრო და უფრო აშორებს ხალხს. ამიტომ არ სურთ ყრილობა, მაგრამ ვიმეორებ ყრილობა აუცილებლად იქნება 20 იანვარს. ყველა მოსამზადებელი სამუშაო  ჩატარებულია. 6 000-მდე დელეგატის ვინაობა უკვე განსაზღვრულია, ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა კონფერენციები რაიონებში, რათა დელეგატთა რაოდენობა ბოლომდე განისაზღვროს.

ჩვენი კითხვა არაკორექტულად მიიჩნიეთ, ამიტომ მცირე კორექტირებას შევიტანთ და სხვა ფორმულირებით დაგისვამთ. ელოდებით თუ არა ბოკერიას ჯგუფის გასვლას პარტიიდან?

თქვენი კითხვა კი არ მიმაჩნია არაკორექტულად, არამედ გაყოფაზე ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია. საქმე გვაქვს იმასთან, რომ პარტიიდან წევრების გარკვეულ რაოდენობას გასვლა უნდა. თუ გახსოვთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარტიიდან გავიდნენ წევრები და პარლამენტში ფრაქციები შექმნეს, შემდეგ იყო „გირჩების“ გამოყოფა, ისინიც ასევე პარლამენტის წევრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. თუმცა, ვერ ვიტყოდი რომ ელექტრორატის მხრივ იოტისოდენად მაინც დააზარალებს „ნაცმოძრაობას“.

ანუ ბოკერიას ჯგუფის პარტიიდან გასვლას ელოდებით?

დიახ. ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ საკუთარი პარტიისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ. ვგულისხმობ დაგმობის კამპანიას. ეს არის სრულიად ოდიოზური და არადემოკრატიული პროცესი. ეს სულ უფრო მცირე შანსს უტოვებს მათ, რომ ენმ-ს წიაღში განაგრძონ საქმიანობა. გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხდნენ, რომელიც თავადვე დაიწყეს. ამიტომ ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ისინი უნდა დაელოდონ ყრილობის ვერდიქტს. მაგრამ ამ ხალხთან მათი ურთიერთობა არის იმდენად კრიტიკული, რომ ძალიან ეჭვი მეპარება რომ საერთოდ მოვიდნენ ყრილობაზე.

დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტში შესვლის საკითხი. თქვენი მხარე პარლამენტის ბოიკოტირებას და ქუჩის აქციებს უჭერდა მხარს. ვინაიდან, ფიქრობდით რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა ხომ არ გქონიათ გუნდის შიგნით საუბარი, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ქუჩის აქციებს დაიწყებთ?

ესეც ხრიკი იყო, რომ თითქოს დაპირისპირების მთავარი თემა პარლამენტში შესვლის საკითხი იყო. ეს საკითხი იდგა. შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოზე პარლამენტში არშესვლას 9 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ხოლო 30 ნოემბრის გადაწყვეტილებას 25-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ანუ ეს არ იყო ცენტრალური საკითხი.

მაშინ გამოვთქვით მოსაზრება, რომ იმ ვითარებაში როდესაც გაყალბება ასე მასშტაბური იყო და „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ უარი გვეთქვა პარლამენტში შესვლაზე. ვინაიდაან, არ მიგვეცა ივანიშვილისთვის საშუალება, რომ ამისთვის დემოკრატიული პროცესი დაერქმია. პოლიტსაბჭოს იმ სხდომის შემდეგ ამ თემაზე საუბარი პრაქტიკულად აღარც ყოფილა. ანუ ეს არის მოგონილი საკითხი. არ ყოფილა დაპირეისპირება პარტიის წევრთა შორის.

დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც უგულავამ გამოაქვეყნა თავისი ცნობილი წერილი, რომელიც სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირებას შეეხებოდა. აქედან იღებს სათავეს ის ვნებათღელვა, რომელიც დღეს პარტიაშია.

ანუ გამოდის, რომ პარტიაში დაპირისპირების თემა გიგი უგულავამ შემოიტანა?

რა თქმა უნდა. უგულავა იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ საკითხის ინიცირება მოახდინა.  ამ თემის ირგვლივ დაიწყო ვნებათაღელვა პარტიაში. სხვა საკითხზე აქცენტირება არის მათი ხრიკი. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ უგულავას აქვს დესტრუქციული როლი იმ ვითარებაში, რაც დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშია. ამიტომ მიმაჩნია, რომ მას არავითარი რესურსი არ გააჩნია, რათა ამ ვითარების ნორმალიზებაში მიიღოს მონაწილეობა.

იმ ვითარებაში, როდესაც ლიდერები ვითარების განმუხტვას ვერ აპირებენ, რაც უგულავას უპასუხისმგებლო განცხადებით შეიქმნა, საუკეთესო გამოსავალია, რომ ჩვენი პარტიის წევრებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მის გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ უნდა იყოს ყრილობა რაც შეიძლება მასშტაბური. ეს არის დემოკრატიის არსი. თუ ვინმეს დემოკრატიული პროცესი არ უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

კითხვის მეორე ნაწილზე არ გაგიციათ პასუხი. ხომ არ უნდა ველოდოთ ქუჩის აქციებს?

ქუჩის აქციებს დემოკრატიული ბრძოლის შემადგენელ ნაწილად განვიხილავ. მიმაჩნია, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ამ ფორმის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა, ერთადერთ შესაძლებლობად არ მიმაჩნია. ვხედავთ რა ვითარებაა ქვეყანაში, იქნება ეს ეკონომიკური ვითარება, საგარეო პოლიტიკა თუ საშინაო პოლიტიკის მთელი რიგი მიმართულებები. ქვეყანას აქვს უკუსვლა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ყრილობა ჩატარდება ჩვენ გვექნება ვალდებულება, რომ განვიხილოთ ყველა ფორმები, რა ფომრბით დაუპირისპირდება მთავარი ოპოზიციური ძალა ბიძინა ივანიშვილს.

ახლა ამაზე არ გქონიათ საუბარი გუნდის შიგნით?

რა თქმა უნდა გვქონია და ამიტომ გითხარით, რომ მათ შორის საპროტესტო აქციებსაც განვიხილავთ დემოკრატიული ბრძოლის შემადგენელ ნაწილად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბრძოლა იყოს დემოკრატიულ და მშვიდობიან ჩარჩოებში. „ნაციონალური მოძრაობა“ იმ უკმაყოფილების გამომხატველი იქნება, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ კაბინეტური, კულუარული პოლიტიკის მიმდევარი. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის სახალხო პარტია იყო, ამიტომ ჩვენი სამომავლო ქმედებები კოორდინირებული იქნება ხალხთან. 20 იანვრის ყრილობა ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.

ანუ ხალხის დაკვეთა თუ იქნება, მაგ შემთხვევაში გამოხვალთ ქუჩაში?

ხალხი გვეტყვის სათქმელს. ნახევარი მილიონი ამომრჩეველი, პარტიის 35 000 წევრი და მათ მიერ დელეგირებული 7 000 კაცი სპორტის სასახლეში იტყვის რა უნდა გააკეთოს პარტიამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ხალხისგან მოდის.

მსგავსი სიახლეები
ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება

24 მაისი, 2017

ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეან-გინეკოლოგმა ნონა კრილოვმა განუცხადა, განყოფილებას ჯერჯერობით დროებით აქვს შეჩერებული საქმიანობა, თუმცა შენობისთვის რემონტის...

მეტი

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

25 მაისს ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

24 მაისი, 2017

25 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

"თუ ხალხის დაკვეთა იქნება, ქუჩის აქციებსაც გავმართავთ", - ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან

"თუ ხალხის დაკვეთა იქნება, ქუჩის აქციებსაც გავმართავთ", - ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან
23:10 | 9 იანვარი, 2017

ეს განცხადება წიკლაურმა „აიპრესთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უგულავას წერილმა პარტიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამბობს, რომ უგულავას ვითარების განმუხტის რესურსი არ აქვს.

წიკლაური არ იზიარებს პოზიციას იმაზე, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი თემა პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხიც იყო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე, გიგი უგულავას როლზე, 20 იანვრის ყრილობაზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე „აიპრესი“ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

პარტიის წევრების ნაწილი, მათ შორის არა მარტო ლიდერები, არამედ რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყრილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება პოლიტსაბჭოს გვერდის ავლით, რამდენიმე ადამიანის მიერ, რაც არალეგიტიმურია. ამ ფონზე, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ყრილობის გამართვის ვადამ გადაიწიოს?

ჩვენ ვმოქმედებთ, პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. პოლიტსაბჭოზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეიქმნას საორგანიზაციო კომისია. ხუთმა ადამიანმა უნდა დაასახელოს ერთი პიროვნება ამ საორგანიზაციო კომისიაში. საორგანიზაციო კომისიაში ამჟამად 6 კაცია. ერთმა მხარემ თავისი წარმომადგენელი არ დაასახელა. ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყრილობა დროულად არ ჩატარდეს. ყრილობის ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არც სამართლებრივი და არც სხვა ტიპის.

გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე? მოახერხეს თუ არა მათ შეთანხმებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით?

სჯობს შინაარსთან დაკავშირებით კომენტარი მათ სთხოვოთ ვინც ისაუბრა. მე შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში არსებულ ვითარებაში და იმ დესტრუქციულ ვითარებაში ძალიან ცუდი როლი ითამაშა თავის დროზე გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა. უგულავა დღესაც ბოკერიას ფრთას წარმოადგენს. შემრიგებლური მისიის შესაძლებლობა მას არ აქვს. ის არის ერთი ჯგუფის წარმომადგენელი. არ მაქვს ილუზია, რომ მცირე რესურსიც კი ჰქონდეს იმის, რომ პოზიტივი შეიტანოს ამ დაძაბულობაში. სამწუხაროდ უგულავას წერილმა სათავე დაუდო დაპირისპირებას.

ელოდებით თუ არა, რომ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ პარტია ორ ნაწილად გაიყოფა?

ამას არც ველოდები და არც მგონია, რომ ამაზე შეფასება კორექტულია. საქმე გვაქვს პარტიის მცირე ჯგუფთან, რომელიც იყო მმართველობაში მთელი ამ ხნის განმავლობაში. მათ უკან არ იყვნენ ამომრჩეველი. მგონია, რომ მასშტაბური ყრილობის მიმართ შიში სწორედ ამით არის გამოწვეული. ამით გამოჩნდება როგორია რეალობა, ვის უჭერს მხარს პარტიის რიგითი წევრები, რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამიტომ ცდილობს პარტიის ლიდერების ეს ჯგუფი, რომ როგორმე ჩაიშალოს ყრილობა.

ვიმეორებ, ყრილობის ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყრილობა, რაც „ნაცმოძრაობას“ გაუმართავს და ყრილობა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. აქ მეორე ჯგუფსაც ექნება შესაძლებლობა თავისი წინადადები დააყენოს, თუ მას ექნება მხარდაჭერა არავითარი პრობლემა არ იქნება. მაგრამ, თავადაც კარგად იციან როგორი განწყობილებაა პარტიაში. კარგად იციან, რომ სამწუხაროდ მათ მიმართ არის ცალსახად ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება. ჩვენი წარმომადგენლები ახლა ამ ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამის გამო არ სურდათ თავიდანვე წარმომადგენლობითი ყრილობის გამართვა.

თუ გახსოვთ, არჩევნების შემდეგ ამ კარჩაკეტილმა ჯგუფმა პირველი ნაბიჯი რაც გადადგა, ეს იყო ამომრჩევლის დაგმობა. შემდეგ ამას მოჰყვა სხვა ოდიოზური ნაბიჯები, მათ შორის იყო საპარლამენტო სიიდან სხვაგვარად მოაზროვნეთა ამოღება. დღესაც ჰქონდათ მცდელობა, რომ ნიკა მელია ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ყველა ეს ნაბიჯი მათ სულ უფრო და უფრო აშორებს ხალხს. ამიტომ არ სურთ ყრილობა, მაგრამ ვიმეორებ ყრილობა აუცილებლად იქნება 20 იანვარს. ყველა მოსამზადებელი სამუშაო  ჩატარებულია. 6 000-მდე დელეგატის ვინაობა უკვე განსაზღვრულია, ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა კონფერენციები რაიონებში, რათა დელეგატთა რაოდენობა ბოლომდე განისაზღვროს.

ჩვენი კითხვა არაკორექტულად მიიჩნიეთ, ამიტომ მცირე კორექტირებას შევიტანთ და სხვა ფორმულირებით დაგისვამთ. ელოდებით თუ არა ბოკერიას ჯგუფის გასვლას პარტიიდან?

თქვენი კითხვა კი არ მიმაჩნია არაკორექტულად, არამედ გაყოფაზე ლაპარაკი სწორად არ მიმაჩნია. საქმე გვაქვს იმასთან, რომ პარტიიდან წევრების გარკვეულ რაოდენობას გასვლა უნდა. თუ გახსოვთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარტიიდან გავიდნენ წევრები და პარლამენტში ფრაქციები შექმნეს, შემდეგ იყო „გირჩების“ გამოყოფა, ისინიც ასევე პარლამენტის წევრები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. თუმცა, ვერ ვიტყოდი რომ ელექტრორატის მხრივ იოტისოდენად მაინც დააზარალებს „ნაცმოძრაობას“.

ანუ ბოკერიას ჯგუფის პარტიიდან გასვლას ელოდებით?

დიახ. ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ საკუთარი პარტიისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ. ვგულისხმობ დაგმობის კამპანიას. ეს არის სრულიად ოდიოზური და არადემოკრატიული პროცესი. ეს სულ უფრო მცირე შანსს უტოვებს მათ, რომ ენმ-ს წიაღში განაგრძონ საქმიანობა. გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხდნენ, რომელიც თავადვე დაიწყეს. ამიტომ ველოდები, რომ უახლოეს დღეებში პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ისინი უნდა დაელოდონ ყრილობის ვერდიქტს. მაგრამ ამ ხალხთან მათი ურთიერთობა არის იმდენად კრიტიკული, რომ ძალიან ეჭვი მეპარება რომ საერთოდ მოვიდნენ ყრილობაზე.

დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტში შესვლის საკითხი. თქვენი მხარე პარლამენტის ბოიკოტირებას და ქუჩის აქციებს უჭერდა მხარს. ვინაიდან, ფიქრობდით რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა ხომ არ გქონიათ გუნდის შიგნით საუბარი, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ქუჩის აქციებს დაიწყებთ?

ესეც ხრიკი იყო, რომ თითქოს დაპირისპირების მთავარი თემა პარლამენტში შესვლის საკითხი იყო. ეს საკითხი იდგა. შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოზე პარლამენტში არშესვლას 9 ადამიანმა დაუჭირა მხარი. ხოლო 30 ნოემბრის გადაწყვეტილებას 25-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ანუ ეს არ იყო ცენტრალური საკითხი.

მაშინ გამოვთქვით მოსაზრება, რომ იმ ვითარებაში როდესაც გაყალბება ასე მასშტაბური იყო და „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ უარი გვეთქვა პარლამენტში შესვლაზე. ვინაიდაან, არ მიგვეცა ივანიშვილისთვის საშუალება, რომ ამისთვის დემოკრატიული პროცესი დაერქმია. პოლიტსაბჭოს იმ სხდომის შემდეგ ამ თემაზე საუბარი პრაქტიკულად აღარც ყოფილა. ანუ ეს არის მოგონილი საკითხი. არ ყოფილა დაპირეისპირება პარტიის წევრთა შორის.

დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც უგულავამ გამოაქვეყნა თავისი ცნობილი წერილი, რომელიც სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირებას შეეხებოდა. აქედან იღებს სათავეს ის ვნებათღელვა, რომელიც დღეს პარტიაშია.

ანუ გამოდის, რომ პარტიაში დაპირისპირების თემა გიგი უგულავამ შემოიტანა?

რა თქმა უნდა. უგულავა იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ საკითხის ინიცირება მოახდინა.  ამ თემის ირგვლივ დაიწყო ვნებათაღელვა პარტიაში. სხვა საკითხზე აქცენტირება არის მათი ხრიკი. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ უგულავას აქვს დესტრუქციული როლი იმ ვითარებაში, რაც დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშია. ამიტომ მიმაჩნია, რომ მას არავითარი რესურსი არ გააჩნია, რათა ამ ვითარების ნორმალიზებაში მიიღოს მონაწილეობა.

იმ ვითარებაში, როდესაც ლიდერები ვითარების განმუხტვას ვერ აპირებენ, რაც უგულავას უპასუხისმგებლო განცხადებით შეიქმნა, საუკეთესო გამოსავალია, რომ ჩვენი პარტიის წევრებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მის გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ უნდა იყოს ყრილობა რაც შეიძლება მასშტაბური. ეს არის დემოკრატიის არსი. თუ ვინმეს დემოკრატიული პროცესი არ უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

კითხვის მეორე ნაწილზე არ გაგიციათ პასუხი. ხომ არ უნდა ველოდოთ ქუჩის აქციებს?

ქუჩის აქციებს დემოკრატიული ბრძოლის შემადგენელ ნაწილად განვიხილავ. მიმაჩნია, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ამ ფორმის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა, ერთადერთ შესაძლებლობად არ მიმაჩნია. ვხედავთ რა ვითარებაა ქვეყანაში, იქნება ეს ეკონომიკური ვითარება, საგარეო პოლიტიკა თუ საშინაო პოლიტიკის მთელი რიგი მიმართულებები. ქვეყანას აქვს უკუსვლა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ყრილობა ჩატარდება ჩვენ გვექნება ვალდებულება, რომ განვიხილოთ ყველა ფორმები, რა ფომრბით დაუპირისპირდება მთავარი ოპოზიციური ძალა ბიძინა ივანიშვილს.

ახლა ამაზე არ გქონიათ საუბარი გუნდის შიგნით?

რა თქმა უნდა გვქონია და ამიტომ გითხარით, რომ მათ შორის საპროტესტო აქციებსაც განვიხილავთ დემოკრატიული ბრძოლის შემადგენელ ნაწილად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბრძოლა იყოს დემოკრატიულ და მშვიდობიან ჩარჩოებში. „ნაციონალური მოძრაობა“ იმ უკმაყოფილების გამომხატველი იქნება, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ კაბინეტური, კულუარული პოლიტიკის მიმდევარი. „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის სახალხო პარტია იყო, ამიტომ ჩვენი სამომავლო ქმედებები კოორდინირებული იქნება ხალხთან. 20 იანვრის ყრილობა ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.

ანუ ხალხის დაკვეთა თუ იქნება, მაგ შემთხვევაში გამოხვალთ ქუჩაში?

ხალხი გვეტყვის სათქმელს. ნახევარი მილიონი ამომრჩეველი, პარტიის 35 000 წევრი და მათ მიერ დელეგირებული 7 000 კაცი სპორტის სასახლეში იტყვის რა უნდა გააკეთოს პარტიამ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ხალხისგან მოდის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი