ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა

ადმინისტრატორი

ქალაქ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა,-ამის შესახებ დონალდ ტრამპის ორგანიზაციისა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, სამომავლოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ზღვის სანაპიროზე მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

"ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს მიმართ.

სილქ როუდ ჯგუფი, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან).

სამომავლოდ, სილქ როუდ ჯგუფი გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ ერთი მიმართულება",-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს

18 აგვისტო, 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც პაატა იმნაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კოღოებისგან დასაცავად...

მეტი

გოგი წულაია: ბურჯანაძე-კუკავას ბლოკიდან ქუთაისის მერობის კანდიდატად მე განვიხილები

21 აგვისტო, 2017

ნინო ბურჯანაძის და კახა კუკავას ბლოკიდან 90%-ით მე ვიქნები ქუთაისის მერობის კანდიდატი. ეს ჯერ გადაწყვეტილ არ არის თუმცა საუბარი მიდის," -განაცხადა ,,თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ...

მეტი

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად შეწყდა
15:32 | 7 იანვარი, 2017

მათი განმარტებით, სამომავლოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ზღვის სანაპიროზე მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

"ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს მიმართ.

სილქ როუდ ჯგუფი, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან).

სამომავლოდ, სილქ როუდ ჯგუფი გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ ერთი მიმართულება",-ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ადმინისტრატორი