"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს ყოველკვირეული ანგარიში თბილისის მოსახლეობას

ადმინისტრატორი

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს. 

"დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა.

ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში, ერთდროულად 18 წერტილში აწარმოებს. მიმდინარე პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქამა.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:

სამგორის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების ქსელის 490 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 2000 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეოურნეობაში ერთდროულად, რამდენიმე ქუჩაზე წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 300 მეტრის სიგრძის, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 340 მეტრი სიგრძის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 740 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 1250 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 560 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ასევე, გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საბოლოოდ კი, 2800 მეტი სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

ვაკის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით უკვე შეიცვალა.

გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთის ნახევარი, 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ახლით შეიცვალა.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება."- ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

23 მარტი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები...

მეტი

პროექტის

პროექტის "სპორტი ბარიერების გარეშე" - ფარგლებში სამეგრელოში შეხვედრა გაიმართა

24 მარტი, 2017

საფესტივალო ტურნირის "CYNC” - სპორტი ბარიერების გარეშე“-ს ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო...

მეტი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს ყოველკვირეული ანგარიში თბილისის მოსახლეობას

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს ყოველკვირეული ანგარიში თბილისის მოსახლეობას
19:47 | 6 იანვარი, 2017

"დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა.

ამ მომენტში, ახალი სპეცტექნიკის საშუალებით კომპანია სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაონში, ერთდროულად 18 წერტილში აწარმოებს. მიმდინარე პროექტების ფარგლებში კომპანიამ უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაასაქამა.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:

სამგორის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების ქსელის 490 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 2000 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეოურნეობაში ერთდროულად, რამდენიმე ქუჩაზე წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 300 მეტრის სიგრძის, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 340 მეტრი სიგრძის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 740 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 1250 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 560 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ასევე, გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საბოლოოდ კი, 2800 მეტი სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

ვაკის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით უკვე შეიცვალა.

გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთის ნახევარი, 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ახლით შეიცვალა.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება."- ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი