დარჩიაშვილი: თქმა, რომ გიგი ბიძინას გაურიგდა,კაიბიჭურ-რევოლუციური გაგების ნაზავია

ადმინისტრატორი

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი გიგი უგულავას განცხადებებს აფასებს. 

"რაც შეეხება გიგის გუშინდელ განცხადებას:
1. ნათქვამის დიდი ნაწილი ისაა, რაც ადრეც გაჟღერებულა - პარტაქტივი მუშაობდა მერიაში და ამის უარყოფა როგორ უნდა მოახერხო, არ ვიცი;
2. მან დაამატა, რომ ამაზე სწუხს და რომ მერიის თანამშრომელთა მიერ პოლიტიკური აგიტაციის განხორციელება არაა კარგი პრაქტიკა? ეს მხოლოდ დადებითად წარმოაჩენს მის მორალურ მხარეს - თუ ადამიანის წარსულში რამე აცდენილია ქცევის დადგენილ სტანდარტს, მან ეს უნდა თქვას, თუნდაც ამისათვის დრო დასჭირდეს;
3. მისი გუშინდელი სიტყვა კარგია როგორც ისტორიისათვის, ისე პარტიების მომავალი პოლიტიკური ფუნქციონირებისათვის, რადგან გააზრება, თუ რატომ წავაგეთ 2012-ში, 2014-ში და 2016-ში საჭიროებს საკუთარი შეცდომების აღიარებასაც;
4. თქმა, რომ ამით გიგი ბიძინას გაურიგდა,თავისი პატიმრობის პოლიტიკური შემადგენელი შეასუსტა, არის ნაზავი კაიბიჭურ-რომანტიზირებულ-რევოლუციური გაგებებისა და გულუბრყვილობისა, რადგან სრულიად უგულვებელყოფს იმ რეალობას, რომ გიგიმ მხოლოდ ხაზი გაუსვა თავისი პატიმრობის შერჩევით (ესე იგი, პოლიტიკურ) ხასიათს: აქტივის დასაქმება სახელმწიფოს ხარჯზე, რასაც ქონდა ადრე ადგილი, ხდება ახლაც, მაგრამ ახლანდელებს ამისათვის არავინ სჯის;
5. გიგიზე უკეთ არავინ იცის ბიძინას რეჟიმის ავ-კარგი, რადგან იგი მან ციხის გარეთაც იწვნია და ციხის შიგნითაც. არიან სხვები, ვინც ასევე იცის ეს "ავკარგი", მაგრამ გიგიზე უკეთ არა. გიგი ყოველთვის იქნება ამ რეჟიმის ერთერთი მთავარი ოპონენტი. ეს სისტემური მოცემულობაა. შესაბამისად, მასზე წამოსული ცილისწამების ნიაღვარია ბიძინას სამსახური და არა პირიქით.
6. თუ ვარდების რევოლუციის რომელიმე ლიდერი გიგისავით იტყვის, რომ 2003-2012 წლებში კარგთან ერთად ცუდი, არასწორი, არადემოკრატიულიც ხდებოდა, და იგი პირად პასუხისმგებლობასაც გრძნობს, ჩემი აზრით მხოლოდ გაიძლიერებს რეალური, პრაქტიკული ლიდერობის უნარებს, მიიღებს "მეორე სუნთქვას" ქართულ პოლიტიკაში",-წერს დავით დარჩიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

წაღვერის მახლობლად ხანძრის ქრობის სამუშაოებში 5 ვეტრმფრენი ერთვება

25 სექტემბერი, 2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა...

მეტი

დარჩიაშვილი: თქმა, რომ გიგი ბიძინას გაურიგდა,კაიბიჭურ-რევოლუციური გაგების ნაზავია

დარჩიაშვილი: თქმა, რომ გიგი ბიძინას გაურიგდა,კაიბიჭურ-რევოლუციური გაგების ნაზავია
10:16 | 6 იანვარი, 2017

"რაც შეეხება გიგის გუშინდელ განცხადებას:
1. ნათქვამის დიდი ნაწილი ისაა, რაც ადრეც გაჟღერებულა - პარტაქტივი მუშაობდა მერიაში და ამის უარყოფა როგორ უნდა მოახერხო, არ ვიცი;
2. მან დაამატა, რომ ამაზე სწუხს და რომ მერიის თანამშრომელთა მიერ პოლიტიკური აგიტაციის განხორციელება არაა კარგი პრაქტიკა? ეს მხოლოდ დადებითად წარმოაჩენს მის მორალურ მხარეს - თუ ადამიანის წარსულში რამე აცდენილია ქცევის დადგენილ სტანდარტს, მან ეს უნდა თქვას, თუნდაც ამისათვის დრო დასჭირდეს;
3. მისი გუშინდელი სიტყვა კარგია როგორც ისტორიისათვის, ისე პარტიების მომავალი პოლიტიკური ფუნქციონირებისათვის, რადგან გააზრება, თუ რატომ წავაგეთ 2012-ში, 2014-ში და 2016-ში საჭიროებს საკუთარი შეცდომების აღიარებასაც;
4. თქმა, რომ ამით გიგი ბიძინას გაურიგდა,თავისი პატიმრობის პოლიტიკური შემადგენელი შეასუსტა, არის ნაზავი კაიბიჭურ-რომანტიზირებულ-რევოლუციური გაგებებისა და გულუბრყვილობისა, რადგან სრულიად უგულვებელყოფს იმ რეალობას, რომ გიგიმ მხოლოდ ხაზი გაუსვა თავისი პატიმრობის შერჩევით (ესე იგი, პოლიტიკურ) ხასიათს: აქტივის დასაქმება სახელმწიფოს ხარჯზე, რასაც ქონდა ადრე ადგილი, ხდება ახლაც, მაგრამ ახლანდელებს ამისათვის არავინ სჯის;
5. გიგიზე უკეთ არავინ იცის ბიძინას რეჟიმის ავ-კარგი, რადგან იგი მან ციხის გარეთაც იწვნია და ციხის შიგნითაც. არიან სხვები, ვინც ასევე იცის ეს "ავკარგი", მაგრამ გიგიზე უკეთ არა. გიგი ყოველთვის იქნება ამ რეჟიმის ერთერთი მთავარი ოპონენტი. ეს სისტემური მოცემულობაა. შესაბამისად, მასზე წამოსული ცილისწამების ნიაღვარია ბიძინას სამსახური და არა პირიქით.
6. თუ ვარდების რევოლუციის რომელიმე ლიდერი გიგისავით იტყვის, რომ 2003-2012 წლებში კარგთან ერთად ცუდი, არასწორი, არადემოკრატიულიც ხდებოდა, და იგი პირად პასუხისმგებლობასაც გრძნობს, ჩემი აზრით მხოლოდ გაიძლიერებს რეალური, პრაქტიკული ლიდერობის უნარებს, მიიღებს "მეორე სუნთქვას" ქართულ პოლიტიკაში",-წერს დავით დარჩიაშვილი. 

ავტორი: ადმინისტრატორი