ინაშვილი შსს-ს: მოხსენით ინტერნეტსივრციდან New Studio-ს კლიპი ბოროტ თოვლის ბაბუაზე

ადმინისტრატორი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართავს, რომ სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება და New Studio-ს ახალი კლიპი თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსზე მოხსნან ინტერნეტსივრციდან. 

"New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერონაჟის- თოვლის ბაბუის მიმართ.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს,- შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!"- წერს ინაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

22 აპრილი, 2017

19-23 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში იმართება ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრება წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...

მეტი

სამედიცინო კორპორაცია

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

22 აპრილი, 2017

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ. ...

მეტი

ინაშვილი შსს-ს: მოხსენით ინტერნეტსივრციდან New Studio-ს კლიპი ბოროტ თოვლის ბაბუაზე

ინაშვილი შსს-ს: მოხსენით ინტერნეტსივრციდან New Studio-ს კლიპი ბოროტ თოვლის ბაბუაზე
11:22 | 5 იანვარი, 2017

"New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერონაჟის- თოვლის ბაბუის მიმართ.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს,- შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!"- წერს ინაშვილი. 

ავტორი: ადმინისტრატორი