ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა

ადმინისტრატორი

დონალდ ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ახლადარჩეული პრეზიდენტი თავის ბიზნესპროექტებს ხურავს, - აღნიშნავს Bloomberg-ი.

Trump Tower-ის პროექტის რეალიზება, რომელიც საქართველოს ქალაქ ბათუმში უნდა განხორციელებულიყო, აღარ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს, რომელიც დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization-ისა და ქართული კერძო საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა ბათუმში 47-სართულიანი ცათამბჯენის აშენების შესახებ შეთანხმება 2012 წელს გააფორმეს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში პროექტის გაჩერება აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ბოლო მცდელობას წარმოადგენს, გააქარწყლოს ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბიზნესი ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში თავის პოსტს დაიკავებს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ადრე აღნიშნავდნენ, რომ მისი ბიზნესინტერესები აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ზიანს მოუტანდა, განსაკუთრებით კი ის ინტერესები, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს უკავშირდება.

გასულ თვეს კომპანია Trump Organization-მა აზერბაიჯანსა და ბრაზილიაში მიმდინარე ბიზნესპროექტებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე ანალოგიური პროექტებიდან გასვლის შესახებაც.

ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მაშინ მოეწერა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. 2013 წელს, როდესაც იგი ხელისუფლებიდან წავიდა, პროექტი გაიყინა. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანია Silk Road Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია.

მსგავსი სიახლეები
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

17 იანვარი, 2017

17 იანვარს, 18:00 საათზე, სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა  პირველი  ჰოსპისი გაიხსნება  ჰოსპისს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი...

მეტი

სოფელ ნიგვზიანში გზაზე შავი საფარის დაგება გრძელდება

16 იანვარი, 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს სოფელ ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას...

მეტი

ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა

ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა
11:01 | 5 იანვარი, 2017

Trump Tower-ის პროექტის რეალიზება, რომელიც საქართველოს ქალაქ ბათუმში უნდა განხორციელებულიყო, აღარ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს, რომელიც დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization-ისა და ქართული კერძო საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა ბათუმში 47-სართულიანი ცათამბჯენის აშენების შესახებ შეთანხმება 2012 წელს გააფორმეს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში პროექტის გაჩერება აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ბოლო მცდელობას წარმოადგენს, გააქარწყლოს ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბიზნესი ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში თავის პოსტს დაიკავებს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ადრე აღნიშნავდნენ, რომ მისი ბიზნესინტერესები აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ზიანს მოუტანდა, განსაკუთრებით კი ის ინტერესები, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს უკავშირდება.

გასულ თვეს კომპანია Trump Organization-მა აზერბაიჯანსა და ბრაზილიაში მიმდინარე ბიზნესპროექტებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე ანალოგიური პროექტებიდან გასვლის შესახებაც.

ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მაშინ მოეწერა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. 2013 წელს, როდესაც იგი ხელისუფლებიდან წავიდა, პროექტი გაიყინა. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანია Silk Road Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია.

ავტორი: ადმინისტრატორი