ის, რითაც 2016 წელს ყველაზე მეტად ვამაყობდით - წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები

მარიამ მესხი

ქართული სპორტისთვის 2016 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

4-წლიანმა მოსამზადებელმა ოლიმპიურმა ციკლმა უშედეგოდ არ ჩაიარა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები, ქართველი სპორტსმენების რეკორდული რაოდენობის ლიცენზიებითა და წარმატებული ასპარეზობით დასრულდა.

ოლიმპიადამდე კი ქართული სპორტისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

#NBAVote Zaza Pachulia

ზაზა ფაჩულიამ სრულიად საქართველო გააერთიანა და ქართველმა გულშემატკივრებმა მსოფლიოს გაკვირვება მოახერხეს. კამპანიაში #NBAVote Zaza Pachulia მთელი საქართველო ჩაერთო და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს NBA All Star-ის მატჩში მოსახვედრად სულ რამდენიმე ხმა დააკლდა.

ქართული ფეხბურთის ცვლილებები - კახა ცხადაძის გათავისუფლება; ვლადიმირ ვაისი - ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი; ესპანეთის დამარცხება

2016 წელი ქართული ფეხბურთისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული ფეხბურთისთვის. ფეხბურთის ფედერაციასა და ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის გარკვეული გაუგებრობა მოხდა, რაც საჯარო დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოო ჯამში კი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 26 იანვარს კონტრაქტი გაწყდა. ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი კი ვაკანტური გახდა. ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის კი ქართველი სპეციალისტის, შოთა არველაძის, თუმცა არველაძისგან ფედერაციამ უარი მიიღო, საბოლოოდ კი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 14 მარტს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნა. 2016 წლის ივნისში კი საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ევროპის ჩემპიონ ესპანეთს 1:0 სძლია.

ბორჯღალოსნები და უმცროსი ბორჯღალოსნები

ბორჯღალოსნების წარმატებას გულშემატკივარი მიეჩვია და გარკვეულ ტრადიციადაც კი იქცა. 2016 ქართველი მორაგბეებისთვის გადავსებული სტადიონებისა და ნაყოფიერი ტესტმატჩების წელი გამოდგა. ასევე წარმატებულად იასპარეზეს უმცროსმა ბორჯღალოსნებმაც, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ძიუდოისტების ამღერებული ჰიმნი რუსეთში

ბორჯღალოსნების მსგავსად ქართველი გულშემატკივრები ძიუდოისტების წარმატებითაც არიან განებივრებულები. აპრილში ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში რუს მოწინააღმდეგეს სძლია და რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ოლიმპიური თამაშები

წლის კულმინაცია, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები იყო. ქართველმა სპორტსმენებმა რეკორდული რაოდენობის, 40 ლიცენზია მოიპოვეს. ოლიმპიურ თამაშებზე გამოსაყოფია 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება რუს მეტოქეზე 8 აგვისტოს. გორელმა შავდათუაშვილმა რუსზე გამარჯვება ემოციური ჟესტით აღნიშნა. ემოციური იყო ოლიმპიური ვერცხლის მფლობელის, ვარლამ ლიპარტელიანის დაჯილდოებაც, რომელმაც ფინალში შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალი ცრემლებით მიიღო. წლის მთავარი აღმოჩენა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გახდა, რომელმაც გულშემატკივარი ჯერ ლიცენზიის მოპოვებით გააკვირვა, შემდეგ კი ასპარეზობით. ახალგაზრდა კანოისტს წამის მეასედი დააკლდა ოლიმპიურ მედლამდე. საქართველომ კიდევ ერთი მედალი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მოიპოვა. შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტლით მოჭიდავეებმა კი 2 მედალი, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი მძიმე წონაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ხოლო ოქროს მედალს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაეუფლა. ოლიმპიურ თამაშებზე სრული ფურორი ძალოსნებმა მოახდინეს. 1 კვარცხლბეკზე 2 ქართველი, 2 დროშა და ორი მედალოსანი. ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ კი მსოფლიოს რეკორდი მოხსნა, პლანეტის ყველაზე ძლიერი მამაკაცი გახდა და 22 წლის ასაკში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

პარალიმპიური თამაშები

ოლიმპიელების შემდეგ პარალიმპიელების ჯერიც დადგა. პარალიმპიურ თამაშებზეც რეკორდული რაოდენობის სპორტსმენებით წარსდგა საქართველო და პირველი მედალიც მოიპოვა. პირველივე მედალი საქართველოსთვის ოქროს სინჯის აღმოჩნდა. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა პარალიმპიურ თამაშებზე ყველა მეტოქეს იპონით სძლია და ფინალში გავიდა, ფინალში კი 4 გაფრთხილებით უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

კალათბურთელები ზედიზედ მეოთხედ ევრობასკეტზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კი ზედიზედ მეოთხედ ევრობასკეტზე გავიდა და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე იბრძოლებს. აღსანიშნავია ასევე გულშემატკივართა აქტიურობაც, რომლებმაც თბილისში გამართულ ყველა თამაშზე სპორტის სასახლე გაავსეს.

არჩევნები ფედერაციებში

ოლიმპიური წლის დასრულების შემდეგ კი ფედერაციებში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ხმაურიანი გამოდგა ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები, სადაც მონაწილეობას 3 კანდიდატი, მანუჩარ კვირკველია, გეგა გეგეშიძე და ესტატე გოგლიჩიძე იღებდა. საბოლოოდ გამარჯვება გეგა გეგეშიძეს დარჩა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჭიდაობას სწორედ ის უხელმძღვანელებს.

ყველაზე მთავარი არჩევნები კი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები იყო, სადაც მონაწილეობას ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებდნენ. არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. საბოლოოდ 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ იგი უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

ქედაში პირველი აჭარელი ექიმის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნება

12 დეკემბერი, 2017

ხვალ 15 საათზე, დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში, პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას...

მეტი

ის, რითაც 2016 წელს ყველაზე მეტად ვამაყობდით - წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები

ის, რითაც 2016 წელს ყველაზე მეტად ვამაყობდით - წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები
17:43 | 1 იანვარი, 2017

4-წლიანმა მოსამზადებელმა ოლიმპიურმა ციკლმა უშედეგოდ არ ჩაიარა და წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები, ქართველი სპორტსმენების რეკორდული რაოდენობის ლიცენზიებითა და წარმატებული ასპარეზობით დასრულდა.

ოლიმპიადამდე კი ქართული სპორტისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

#NBAVote Zaza Pachulia

ზაზა ფაჩულიამ სრულიად საქართველო გააერთიანა და ქართველმა გულშემატკივრებმა მსოფლიოს გაკვირვება მოახერხეს. კამპანიაში #NBAVote Zaza Pachulia მთელი საქართველო ჩაერთო და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს NBA All Star-ის მატჩში მოსახვედრად სულ რამდენიმე ხმა დააკლდა.

ქართული ფეხბურთის ცვლილებები - კახა ცხადაძის გათავისუფლება; ვლადიმირ ვაისი - ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი; ესპანეთის დამარცხება

2016 წელი ქართული ფეხბურთისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული ფეხბურთისთვის. ფეხბურთის ფედერაციასა და ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის გარკვეული გაუგებრობა მოხდა, რაც საჯარო დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოო ჯამში კი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 26 იანვარს კონტრაქტი გაწყდა. ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი კი ვაკანტური გახდა. ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის კი ქართველი სპეციალისტის, შოთა არველაძის, თუმცა არველაძისგან ფედერაციამ უარი მიიღო, საბოლოოდ კი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 14 მარტს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნა. 2016 წლის ივნისში კი საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ევროპის ჩემპიონ ესპანეთს 1:0 სძლია.

ბორჯღალოსნები და უმცროსი ბორჯღალოსნები

ბორჯღალოსნების წარმატებას გულშემატკივარი მიეჩვია და გარკვეულ ტრადიციადაც კი იქცა. 2016 ქართველი მორაგბეებისთვის გადავსებული სტადიონებისა და ნაყოფიერი ტესტმატჩების წელი გამოდგა. ასევე წარმატებულად იასპარეზეს უმცროსმა ბორჯღალოსნებმაც, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ძიუდოისტების ამღერებული ჰიმნი რუსეთში

ბორჯღალოსნების მსგავსად ქართველი გულშემატკივრები ძიუდოისტების წარმატებითაც არიან განებივრებულები. აპრილში ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში რუს მოწინააღმდეგეს სძლია და რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ოლიმპიური თამაშები

წლის კულმინაცია, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები იყო. ქართველმა სპორტსმენებმა რეკორდული რაოდენობის, 40 ლიცენზია მოიპოვეს. ოლიმპიურ თამაშებზე გამოსაყოფია 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება რუს მეტოქეზე 8 აგვისტოს. გორელმა შავდათუაშვილმა რუსზე გამარჯვება ემოციური ჟესტით აღნიშნა. ემოციური იყო ოლიმპიური ვერცხლის მფლობელის, ვარლამ ლიპარტელიანის დაჯილდოებაც, რომელმაც ფინალში შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალი ცრემლებით მიიღო. წლის მთავარი აღმოჩენა ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გახდა, რომელმაც გულშემატკივარი ჯერ ლიცენზიის მოპოვებით გააკვირვა, შემდეგ კი ასპარეზობით. ახალგაზრდა კანოისტს წამის მეასედი დააკლდა ოლიმპიურ მედლამდე. საქართველომ კიდევ ერთი მედალი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მოიპოვა. შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტლით მოჭიდავეებმა კი 2 მედალი, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი მძიმე წონაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ხოლო ოქროს მედალს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაეუფლა. ოლიმპიურ თამაშებზე სრული ფურორი ძალოსნებმა მოახდინეს. 1 კვარცხლბეკზე 2 ქართველი, 2 დროშა და ორი მედალოსანი. ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ კი მსოფლიოს რეკორდი მოხსნა, პლანეტის ყველაზე ძლიერი მამაკაცი გახდა და 22 წლის ასაკში ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

პარალიმპიური თამაშები

ოლიმპიელების შემდეგ პარალიმპიელების ჯერიც დადგა. პარალიმპიურ თამაშებზეც რეკორდული რაოდენობის სპორტსმენებით წარსდგა საქართველო და პირველი მედალიც მოიპოვა. პირველივე მედალი საქართველოსთვის ოქროს სინჯის აღმოჩნდა. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა პარალიმპიურ თამაშებზე ყველა მეტოქეს იპონით სძლია და ფინალში გავიდა, ფინალში კი 4 გაფრთხილებით უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

კალათბურთელები ზედიზედ მეოთხედ ევრობასკეტზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კი ზედიზედ მეოთხედ ევრობასკეტზე გავიდა და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე იბრძოლებს. აღსანიშნავია ასევე გულშემატკივართა აქტიურობაც, რომლებმაც თბილისში გამართულ ყველა თამაშზე სპორტის სასახლე გაავსეს.

არჩევნები ფედერაციებში

ოლიმპიური წლის დასრულების შემდეგ კი ფედერაციებში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ხმაურიანი გამოდგა ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები, სადაც მონაწილეობას 3 კანდიდატი, მანუჩარ კვირკველია, გეგა გეგეშიძე და ესტატე გოგლიჩიძე იღებდა. საბოლოოდ გამარჯვება გეგა გეგეშიძეს დარჩა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჭიდაობას სწორედ ის უხელმძღვანელებს.

ყველაზე მთავარი არჩევნები კი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები იყო, სადაც მონაწილეობას ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებდნენ. არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. საბოლოოდ 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ იგი უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

ავტორი: მარიამ მესხი