პრემიერი: სივრცითი მოწყობის პროექტი ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია

პრემიერი: სივრცითი მოწყობის პროექტი ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 2016 წლის ბოლო სხდომაზე განვლილი წელი შეაფასა. აქვე მან სივრცითი მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„2016 წელს დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური, ხელმისაწვდომი ინტერნეტით. შეიქმნა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რაც მოგვცემს საშუალებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქვეყანაში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

ჩვენ უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მოვამზადეთ 4 პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი და ეს არის ქვეყნის სწორი სივრცითი მოწყობის ზუსტი ხედვა და კონცეფცია. პრაქტიკულად, ეს ჩვენი ქვეყნის ახალ გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს. ეს მნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის, რეგიონსა და მსოფლიოში, ისე ქვეყნის შიგნით ჩვენივე მოქალაქეებისთვის.

დიახ, ეს არის ისევ და ისევ თანამესდროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადუი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და ასევე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში იქნება სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი“,- განმარტა პრემიერმა.

ხუხაშვილი ივანიშვილზე: დაბრუნდება თუ არა მასწავლებელი კლასში, ლელა კაკულიას კომპეტენციაა

ხუხაშვილი ივანიშვილზე: დაბრუნდება თუ არა მასწავლებელი კლასში, ლელა კაკულიას კომპეტენციაა

44 წამის წინ

სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი და ხომ არ არის მოსალოდნელი უმრავლესობის გაყოფა? - ამ კითხვებით "აიპრესმა" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიმართა. ხუხაშვილი "ქართულ ოცნებას" თინეიჯერების კლასს ადარებს და ამბობს, რომ თუ მასწავლებელი კლასში არ...

USD 2.4277
EUR 3.0028
GBP 3.4490
TRY 0.5917