კურორტ მუხურს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება

ადმინისტრატორი

კურორტ მუხურში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებულია. საკურორტო სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჩხოროწყუს მუნიციაპალიტეტის სოფელ მუხურში უკვე დასრულდა სათაო ნაგებობის მშენებლობა და დაქსელვითი სამუშაოებო. 900-მდე ოჯახისთვის სასმელი წყალი სახლებამდე მიუყვანეს.

მუხურში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან დათო გოგუასთან და ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ამ სოფელს წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, მოსახლეობა წყალს მიმდებარე სოფლებიდან და მდინარიდან ეზიდებოდა, თუმცა გასახარია, რომ დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობა იღებს სუფთა წყალს.

მუხურში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მუხურის, როგორც კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია რომ განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი.“ – განაცხადა გუბერნატორმა.

მუხურის წყალმომარაგების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
აღურიცხავი დოკუმენტებისა და მედიკამენტებისთვის 300-მდე კლინიკა დაჯარიმდა

24 თებერვალი, 2017

გამკაცრებული რეგულაციები კლინიკებისთვის, გამაფრთხილებელი სიგნალი სადაზღვევო კომპანიებისთვის, ჯანდაცვის მიერ გაცემული ბიუჯეტის მკაცრ კონტროლზე აყვანა და სწორება ხარისხზე – ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის მეორე ტალღა...

მეტი

დაბა ნასაკირალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

დაბა ნასაკირალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

24 თებერვალი, 2017

დაბა ნასაკირალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მონტაჟდება ახალი ტუმბოაგრეგატი, შემწოვი და დამწნეხი მილები,- ამის სესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  გამგეობის ცნობით, დღეის...

მეტი

კურორტ მუხურს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება

კურორტ მუხურს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება
16:14 | 27 დეკემბერი, 2016

ჩხოროწყუს მუნიციაპალიტეტის სოფელ მუხურში უკვე დასრულდა სათაო ნაგებობის მშენებლობა და დაქსელვითი სამუშაოებო. 900-მდე ოჯახისთვის სასმელი წყალი სახლებამდე მიუყვანეს.

მუხურში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან დათო გოგუასთან და ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ამ სოფელს წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, მოსახლეობა წყალს მიმდებარე სოფლებიდან და მდინარიდან ეზიდებოდა, თუმცა გასახარია, რომ დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობა იღებს სუფთა წყალს.

მუხურში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მუხურის, როგორც კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია რომ განხორციელდა წყალმომარაგების პროექტი.“ – განაცხადა გუბერნატორმა.

მუხურის წყალმომარაგების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

ავტორი: ადმინისტრატორი