საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში სამი ახალი ფრაქცია იქმნება

ადმინისტრატორი

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში, სამი ახალი ფრაქცია რეგისტრირდება, ესენია: ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ და ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“.

ახალი ფრაქციების დარეგისტრირების საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. ფრაქციები ექვს-ექვსი წევრისგან შედგება. მათი ფორმირება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული და პროპორციული სიით არჩეული და საერთო პოლიტიკური ინტერესებისა და შეხედულებების მქონე დეპუტატთა გაერთიანებით შეიქმნა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებში“ გაერთიანდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები: ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე ასევე „ქართული ოცნების“ ორი მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე. ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს” გიგა ბუკია უხელმძღვანელებს.

„ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იქნება. ფრაქციაში ერთიანდებიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი, ასევე მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების რიგებიდან შეუერთდებიან სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი.

ფრაქციას „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ უხელმძღვანელებს კახაბერ ოქრიაშვილი. ფრაქციის წევრები არიან მაჟორიტარი დეპუტატები: გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე და გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ფრაქციებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომელთა განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი ფრაქციების შექმნას.

საკითხი დღესვე ბიუროს სხდომაზე გავა განსახილველად.

მსგავსი სიახლეები
ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

26 მაისი, 2017

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად...

მეტი

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

26 მაისი, 2017

"დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, დენი არ გვაქვს, იცით? ფიზიკურად არ გვაქვს ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს...

მეტი

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში სამი ახალი ფრაქცია იქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში სამი ახალი ფრაქცია იქმნება
17:42 | 26 დეკემბერი, 2016

ახალი ფრაქციების დარეგისტრირების საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა. ფრაქციები ექვს-ექვსი წევრისგან შედგება. მათი ფორმირება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული და პროპორციული სიით არჩეული და საერთო პოლიტიკური ინტერესებისა და შეხედულებების მქონე დეპუტატთა გაერთიანებით შეიქმნა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებში“ გაერთიანდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები: ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე ასევე „ქართული ოცნების“ ორი მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე. ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს” გიგა ბუკია უხელმძღვანელებს.

„ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იქნება. ფრაქციაში ერთიანდებიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი, ასევე მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების რიგებიდან შეუერთდებიან სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი.

ფრაქციას „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ უხელმძღვანელებს კახაბერ ოქრიაშვილი. ფრაქციის წევრები არიან მაჟორიტარი დეპუტატები: გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე და გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ფრაქციებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომელთა განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი ფრაქციების შექმნას.

საკითხი დღესვე ბიუროს სხდომაზე გავა განსახილველად.

ავტორი: ადმინისტრატორი