ვაშაძე: „პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის"

ადმინისტრატორი

უკრაინაში „ინოვციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ განხირციელებულ და დაგეგმილ პროექტებს ქართული მედიის წამომადგენლები კიევში გაეცნენ. გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ  უკრაინაში  რამდენიმე პროექტი წამოიწყო. მათ შორის არის ე.წ. იუსტიციის სახლები რომელიც უკრაინაში „გოტოვოს“ სახელითაა ცნობილი.

რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, პროექტის დასასრულს კი უკრაინაში სულ 30-მდე თანამედროვე სტანდარტების მომსახურების ცენტრი ამოქმედდება. სადაც მოქალაქეები სახელმწიფო სერვისებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

ინოვაციებისა და განვითარების ფონდი უკრაინაში იუსტიციის სახლების პროექტის პარალელურად პეტრო პოროშენკოს პარტიის სტრუქტურის რეფორმირებას  და ახალი თანამედროვე მართველობის სტრუქტურას ნერგავს. პროექტის ტრენერთა განცხადებით, პროექტის მიზანია, პარტიულ მმართველობაში მოხდეს ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდეციაბის დანერგვა იმ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე რის წინაშეც ახლა უკრაინის მთავრობა დგას.

„პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინოვაციური ხასიათით, ასევე ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის.  ამ რეფორმების გატარების შემდეგ საფუძვლიანად შეიცვლება პარტიული მენჯმენტი და ქვეყანა გადავა ახალი ტიპის მართველობაზე.  პროექტი არის ინოვაციური როგორც უკრაინაში ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნისა და უკრაინის პრობლემები და გამოწვევები თითქმის იდენტურია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი რომ საქართველოს ყავდეს ძლიერი და წარმატებული მოკავშირე უკრაინის სახით.“  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებბულ შეხვედრებს ესწრებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ბერეზენკო, რომელმაც  გიორგი ვაშაძეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და რეფორმებისთვის, რომელსაც „ახალი საქართველოს“ ლიდერი უკრაინაში ანხორციელებს.

მედიატურის ფარგლებში, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, ქართველი ჟურალისტები ვიცე-პრემიერს, უკრაინის რადას დეპუტატებს და მთავრობის წამომადგენლებს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება

18 აგვისტო, 2017

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება,-...

მეტი

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

18 აგვისტო, 2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  კომპანია სოფელ საწულუკიძეოში მიწისქვეშა მილსადენების მონტაჟს კვირის...

მეტი

ვაშაძე: „პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის"

ვაშაძე: „პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის"
13:17 | 24 დეკემბერი, 2016

ინოვაციებისა და განვითარების ფონდი უკრაინაში იუსტიციის სახლების პროექტის პარალელურად პეტრო პოროშენკოს პარტიის სტრუქტურის რეფორმირებას  და ახალი თანამედროვე მართველობის სტრუქტურას ნერგავს. პროექტის ტრენერთა განცხადებით, პროექტის მიზანია, პარტიულ მმართველობაში მოხდეს ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდეციაბის დანერგვა იმ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე რის წინაშეც ახლა უკრაინის მთავრობა დგას.

„პროექტები რომლებსაც ახლა ჩვენ უკრაინაში ვანხორციელებთ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინოვაციური ხასიათით, ასევე ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის.  ამ რეფორმების გატარების შემდეგ საფუძვლიანად შეიცვლება პარტიული მენჯმენტი და ქვეყანა გადავა ახალი ტიპის მართველობაზე.  პროექტი არის ინოვაციური როგორც უკრაინაში ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნისა და უკრაინის პრობლემები და გამოწვევები თითქმის იდენტურია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი რომ საქართველოს ყავდეს ძლიერი და წარმატებული მოკავშირე უკრაინის სახით.“  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებბულ შეხვედრებს ესწრებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ბერეზენკო, რომელმაც  გიორგი ვაშაძეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და რეფორმებისთვის, რომელსაც „ახალი საქართველოს“ ლიდერი უკრაინაში ანხორციელებს.

მედიატურის ფარგლებში, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, ქართველი ჟურალისტები ვიცე-პრემიერს, უკრაინის რადას დეპუტატებს და მთავრობის წამომადგენლებს შეხვდნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი