ირაკლი მეძმარიაშვილი: ეს არის პირველი არჩევნები, სადაც სამთავრობო კანდიდატი არ არსებობს

ირაკლი მეძმარიაშვილი: ეს არის პირველი არჩევნები, სადაც სამთავრობო კანდიდატი არ არსებობს

სასტუმრო "რადისონში" ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი, ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებენ.

მეძმარიაშვილის თქმით, ეს არის პირველი არჩევნები ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, სადაც არ არის სამთავრობო კანდიდატი.

„მე გამარჯვებისთვის მოვედი და განწყობაც ასეთია, გამარჯვების. ეს არის პირველად, ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში, სადაც არ არსებობს სამთავრობო კანდიდატი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დელეგატებისთვისაც“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

ლაშა ტალახაძე დაქორწინდა

3 საათის წინ

შეგახსენებთ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში ოქროს მედალი და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ჩემპიონმა ატაცში 210 კილოგრამი აწია და დისციპლინის ოქროს...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068