"პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების ჩვენება და ინიციატივების წახალისება, რომ მათ სკოლის შემდგომი დრო დაგეგმილად და ეფექტიანად წარმართონ. პროექტის საშუალებით ახალგაზრდები ტექნოპარკში შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებულ მომხსენებლებს, რომლებმაც მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი იდეები და გამოცდილებები. მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურიც მოეწყო. ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების განვითარებისთვის.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროგრამას/პროექტს ახორციელებს. მათი მიზანია სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. პრევენციული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოზარდების ინიციატივების წახალისებაცაა.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს. მსგავსი პროექტები რეგიონებშიც ჩატარდება."
"მხოლოდ რუსთავი 2 - მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან...