საქართველო არასდროს გაქრება საერთშორისო რადარებიდან - ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ლატვიაში

თამარ ლეფსვერიძე

„ყველა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაზე ლატვიაში საქართველო ცდილობს, იყოს წარმოდგენილი არა მხოლოდ როგორც მონაწილე, არამედ როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა. 

ლატვია რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის, ისე შიდა რეფორმების მხრივ. 

ლატვიასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და დინამიური თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას, ქვეყნებს შორის ხორციელდება სტრატეგიული პარტნიორობა“ - აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალია. 

ლატვიასთან პარტნიორობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და რა სამომავლო პერსპექტივები გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით?

- ლატვია რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის, ისე შიდა რეფორმების მხრივ. ლატვიასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და დინამიური თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას, ქვეყნებს შორის ხორციელდება სტრატეგიული პარტნიორობა.

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მას შემდეგ რაც საელჩო გაიხსნა, პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ლატვიასთან, პრაქტიკულად მოიცავს ურთიერთობების ყველა მიმართულებას. გარდა იმისა, რომ ორმხრივ დონეზე გვაქვს გაფორმებული მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები, გვაქვს უწყებათაშორისი შეთანხმებებიც, რომელთა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ხორციელდება. ასევე, ინტენსიურად ხდება მაღალი დონის დელეგაციების გაცვლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამშრომლობის გაღრმავების და კონკრეტული შედეგების მიღწევის ორივე ქვეყნის სურვილს. 

პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების თანამშრომლობა. რეალურად, შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ლატვია გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკურადაც. 

სამწუხაროდ, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის არც ისე მაღალია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მზარდია. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რაც ლატვიამ მტკივნეულად, მაგრამ ღირსეულად გადაიტანა, 2010 წლიდან უკვე დადებითი ტენდენციები იგრძნობოდა ვაჭრობაში, რამაც ბოლო 3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სტაბილური ფორმა შეიძინა. 

აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვითარდება რეგიონთაშორისი ურთიერთობებიც. საელჩოს დახმარებით ხდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროცესი დღესაც მიმდინარეობს და კონკრეტულ შედეგებსაც ვიღებთ. წელს გაზაფხულზე, ქ. ქუთაისში გაიმართა პირველი ორმხრივი რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო ლატვიის ერთ-ერთი მსხვილი და განვითარებული რეგიონი. საქმიანი შეხვედრები გაიმართა, როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლების დონეზე. 

სასიხარულოა, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგებიც, მომავალი წლისთვის ვგეგმავთ საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიოთ თვითმმართველობების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ლატვიის პრაქტიკას, რეგიონული მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირების, ევროკავშირის ბაზართან შესაბამისობის, მათ შორის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რასაც ჩვენც აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების საფუძველზე. პრაქტიკულად მოხდება გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ხდებოდა საბჭოური სტილის ეკონომიკის თანამედროვე ევროპულ ეკონომიკად გარდასახვა. 

რაც შეეხება ინვესტიციებს, რა ტენდენციებია ამ მიმართულებით?

- როგორც აღვნიშნე კრიზისის შემდეგ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში დადებითი ტენდენციებია. მისასალმებელია, რომ ინვესტიციის მოზიდვის მხრივაც პროგრესია. თუ 2012 წლისთვის გვქონდა უარყოფითი მაჩვენებლები, ანუ გაედინებოდა ლატვიური ინვესტიციები საქართველოდან, 2013 წლიდან ფიქსირდება ინვესტიციების ზრდა. 2014 წლის მონაცემებით, ლატვიური ინვესტიცია 8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, წელს ორი კვარტლის მონაცემით უკვე თითქმის 6 მილიონია, რაც ძალიან კარგი ციფრია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ლატვიაა. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად საელჩოსთვის, პრიორიტეტს წარმოადგენს. 

ჩემთვის სასიხარულო იქნება, თუ კონკრეტული ქართული კომპანია შემოვა ლატვიურ ბაზარზე და განახორციელებს ინვესტიციებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ქართული ინვესტიციები ოფიციალურად ლატვიურ ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ლატვიაში ხორციელდება ახალი პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მხრივ, სადაც გარკვეული შესაძლებლობები უცხოელ ბიზნესმენებსაც უჩნდებათ. იმედი მაქვს, ის გარდაქმნები, რომელიც ლატვიაში ხდება, საინტერესო იქნება ქართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვისაც. 

როგორ ფიქრობთ, გარკვეული ადამიანების თუ ადამიანთა ჯგუფის განცხადებები და მოსაზრებები, თითქოს საქართველო გაქრა მსოფლიო რადარებიდან შეესაბამება სიმართლეს?

- საქართველოს დღეს საერთაშორისო პროცესებში ისეთი ადგილი უჭირავს და ისეთი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რომ შეუძლებელია მისი რადარებიდან გაქრობა. სტრატეგიულ რეგიონში, ვასრულებთ სტრატეგიულ როლს და ვართ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის აქტიური პარტნიორი. გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, რომლშიც მონაწილეობს საქართველო, ზრდის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის, ისე ზოგადად რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. 

ზემოაღნიშნულის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურული ჩონჩხის ჩამოყალიბება, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. 

შესაბამისად საერთაშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობის თაობაზე საუბარი არ იქნებოდა გამართლებული. 

რამე კონკრეტული პროექტების დაწყება ხომ არ იგეგმება საქართველოსა და ლატვიას შორის?

- საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 100-მდე კომპანია, რომლებიც ან ლატვიურია ან ქართულ-ლატვიური. ასეთი ინტერესის არსებობა, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ მსხვილი პროექტები განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში. უკვე არსებობს თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები, მაგალითად ფარმაცევტიკა, საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, სადაც ლატვიურმა კომპანიებმა ინვესტიციები განახორციელეს. მაღალი ალბათობით, მომავალ წელს განხორციელდება რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართველი მეწარმეების ვიზიტი ლატვიაში, რაც დარწმუნებული ვარ დადებით შედეგებს მოუტანს ქართველ ფერმერებს. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ლატვიურ გამოცდილებას რძის წარმოებაში, კოოპერატივების მართვაში, ახალი ბაზრების ათვისებაში და სხვა. მსურს ავღნიშნო, რომ ამ მიმართულებით ლატვიელების გამოცდილება მართლაც განსაკუთრებულია და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ვიზიტის განხორციელებას.

ასევე სასიამოვნოა, რომ ლატვიურ მხარეს გააჩნია სურვილი გაიზიაროს რეფორმების გატარების ის პრაქტიკა, რომელიც გააჩნია საქართველოს. წელს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა პროექტი „თანამშრომლობა განვითარების პროგრამის ფარგლებში“, რომლის დახმარებითაც, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში და ეცნობოდნენ ჩვენ გამოცდილებას. მათთვის სამაგალითო აღმოჩნდა რეფორმები იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სფეროში. 

ლატვია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების, რამდენად ხშირად ჟღერდება სხვადასხვა შეხვედრებზე მათი ეს პოზიცია?

- ლატვია არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც უკლებლივ ყველა დონეზე და საერთაშორისო ფორუმზე მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, იქნება ეს ნატო-ში ინტეგრაცია, თუ ევროკავშირთან დაახლოება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო გადაადგილების უფლების მინიჭება. 

მსგავსი სიახლეები
პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს

18 აგვისტო, 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც პაატა იმნაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კოღოებისგან დასაცავად...

მეტი

გოგი წულაია: ბურჯანაძე-კუკავას ბლოკიდან ქუთაისის მერობის კანდიდატად მე განვიხილები

21 აგვისტო, 2017

ნინო ბურჯანაძის და კახა კუკავას ბლოკიდან 90%-ით მე ვიქნები ქუთაისის მერობის კანდიდატი. ეს ჯერ გადაწყვეტილ არ არის თუმცა საუბარი მიდის," -განაცხადა ,,თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ...

მეტი

საქართველო არასდროს გაქრება საერთშორისო რადარებიდან - ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ლატვიაში

საქართველო არასდროს გაქრება საერთშორისო რადარებიდან - ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ლატვიაში
10:28 | 21 დეკემბერი, 2016

ლატვიასთან პარტნიორობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და რა სამომავლო პერსპექტივები გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით?

- ლატვია რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის, ისე შიდა რეფორმების მხრივ. ლატვიასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და დინამიური თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას, ქვეყნებს შორის ხორციელდება სტრატეგიული პარტნიორობა.

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მას შემდეგ რაც საელჩო გაიხსნა, პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ლატვიასთან, პრაქტიკულად მოიცავს ურთიერთობების ყველა მიმართულებას. გარდა იმისა, რომ ორმხრივ დონეზე გვაქვს გაფორმებული მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები, გვაქვს უწყებათაშორისი შეთანხმებებიც, რომელთა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ხორციელდება. ასევე, ინტენსიურად ხდება მაღალი დონის დელეგაციების გაცვლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამშრომლობის გაღრმავების და კონკრეტული შედეგების მიღწევის ორივე ქვეყნის სურვილს. 

პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების თანამშრომლობა. რეალურად, შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ლატვია გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკურადაც. 

სამწუხაროდ, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის არც ისე მაღალია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მზარდია. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რაც ლატვიამ მტკივნეულად, მაგრამ ღირსეულად გადაიტანა, 2010 წლიდან უკვე დადებითი ტენდენციები იგრძნობოდა ვაჭრობაში, რამაც ბოლო 3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სტაბილური ფორმა შეიძინა. 

აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვითარდება რეგიონთაშორისი ურთიერთობებიც. საელჩოს დახმარებით ხდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროცესი დღესაც მიმდინარეობს და კონკრეტულ შედეგებსაც ვიღებთ. წელს გაზაფხულზე, ქ. ქუთაისში გაიმართა პირველი ორმხრივი რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო ლატვიის ერთ-ერთი მსხვილი და განვითარებული რეგიონი. საქმიანი შეხვედრები გაიმართა, როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლების დონეზე. 

სასიხარულოა, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგებიც, მომავალი წლისთვის ვგეგმავთ საქართველოს რეგიონებიდან მოვიწვიოთ თვითმმართველობების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ლატვიის პრაქტიკას, რეგიონული მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირების, ევროკავშირის ბაზართან შესაბამისობის, მათ შორის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რასაც ჩვენც აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების საფუძველზე. პრაქტიკულად მოხდება გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ხდებოდა საბჭოური სტილის ეკონომიკის თანამედროვე ევროპულ ეკონომიკად გარდასახვა. 

რაც შეეხება ინვესტიციებს, რა ტენდენციებია ამ მიმართულებით?

- როგორც აღვნიშნე კრიზისის შემდეგ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში დადებითი ტენდენციებია. მისასალმებელია, რომ ინვესტიციის მოზიდვის მხრივაც პროგრესია. თუ 2012 წლისთვის გვქონდა უარყოფითი მაჩვენებლები, ანუ გაედინებოდა ლატვიური ინვესტიციები საქართველოდან, 2013 წლიდან ფიქსირდება ინვესტიციების ზრდა. 2014 წლის მონაცემებით, ლატვიური ინვესტიცია 8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, წელს ორი კვარტლის მონაცემით უკვე თითქმის 6 მილიონია, რაც ძალიან კარგი ციფრია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ლატვიაა. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად საელჩოსთვის, პრიორიტეტს წარმოადგენს. 

ჩემთვის სასიხარულო იქნება, თუ კონკრეტული ქართული კომპანია შემოვა ლატვიურ ბაზარზე და განახორციელებს ინვესტიციებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ქართული ინვესტიციები ოფიციალურად ლატვიურ ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ლატვიაში ხორციელდება ახალი პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მხრივ, სადაც გარკვეული შესაძლებლობები უცხოელ ბიზნესმენებსაც უჩნდებათ. იმედი მაქვს, ის გარდაქმნები, რომელიც ლატვიაში ხდება, საინტერესო იქნება ქართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვისაც. 

როგორ ფიქრობთ, გარკვეული ადამიანების თუ ადამიანთა ჯგუფის განცხადებები და მოსაზრებები, თითქოს საქართველო გაქრა მსოფლიო რადარებიდან შეესაბამება სიმართლეს?

- საქართველოს დღეს საერთაშორისო პროცესებში ისეთი ადგილი უჭირავს და ისეთი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რომ შეუძლებელია მისი რადარებიდან გაქრობა. სტრატეგიულ რეგიონში, ვასრულებთ სტრატეგიულ როლს და ვართ როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის აქტიური პარტნიორი. გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, რომლშიც მონაწილეობს საქართველო, ზრდის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის, ისე ზოგადად რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. 

ზემოაღნიშნულის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურული ჩონჩხის ჩამოყალიბება, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. 

შესაბამისად საერთაშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობის თაობაზე საუბარი არ იქნებოდა გამართლებული. 

რამე კონკრეტული პროექტების დაწყება ხომ არ იგეგმება საქართველოსა და ლატვიას შორის?

- საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 100-მდე კომპანია, რომლებიც ან ლატვიურია ან ქართულ-ლატვიური. ასეთი ინტერესის არსებობა, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ მსხვილი პროექტები განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში. უკვე არსებობს თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები, მაგალითად ფარმაცევტიკა, საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, სადაც ლატვიურმა კომპანიებმა ინვესტიციები განახორციელეს. მაღალი ალბათობით, მომავალ წელს განხორციელდება რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართველი მეწარმეების ვიზიტი ლატვიაში, რაც დარწმუნებული ვარ დადებით შედეგებს მოუტანს ქართველ ფერმერებს. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ლატვიურ გამოცდილებას რძის წარმოებაში, კოოპერატივების მართვაში, ახალი ბაზრების ათვისებაში და სხვა. მსურს ავღნიშნო, რომ ამ მიმართულებით ლატვიელების გამოცდილება მართლაც განსაკუთრებულია და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ვიზიტის განხორციელებას.

ასევე სასიამოვნოა, რომ ლატვიურ მხარეს გააჩნია სურვილი გაიზიაროს რეფორმების გატარების ის პრაქტიკა, რომელიც გააჩნია საქართველოს. წელს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა პროექტი „თანამშრომლობა განვითარების პროგრამის ფარგლებში“, რომლის დახმარებითაც, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში და ეცნობოდნენ ჩვენ გამოცდილებას. მათთვის სამაგალითო აღმოჩნდა რეფორმები იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სფეროში. 

ლატვია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების, რამდენად ხშირად ჟღერდება სხვადასხვა შეხვედრებზე მათი ეს პოზიცია?

- ლატვია არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც უკლებლივ ყველა დონეზე და საერთაშორისო ფორუმზე მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, იქნება ეს ნატო-ში ინტეგრაცია, თუ ევროკავშირთან დაახლოება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო გადაადგილების უფლების მინიჭება. 

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე