თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, გაისად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება

მარიამ ვაჩნაძე

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს შესრულდება ერთ-ერთი ვალდებულება, კერძოდ შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

"ჩვენი მიმართულებით, ვფიქრობ, ბევრი წარმატება გვაქვს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით იუსტიციის სფეროში. აქ იგულისხმება სისხლის, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის მართლმსაჯულებაში არა მხოლოდ სასამართლო, არამედ პროკურატურა, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი და ზოგადად ადამიანის უფლებების უფრო მაღალი ხარისხი.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად, მაგალითად, იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელსაც ექნება მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია და პროკურატურა დაიტოვებს დევნის ფუნქციას. მაგრამ გამომძიებლები იქნებიან დამოუკიდებელი ორგანოს გამომძიებლები, რათა მაგალითად, თავდაცვის სფეროში ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, არაფერს ვამბობ წამებაზე, არ გამოიძიოს ისევ თავდაცვის სამინისტროს გამომძიებელმა. ასევე იქნება პოლიციაში.

ანუ, სამართალდამცველის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უნდა გამოიძიოს ამ სტრუქტურისგან დამოუკიდებელმა გამომძიებელმა, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია დარჩება პროკურატურას. ეს არის ის მაგალითი, რაც ისევ შესასრულებელი გვაქვს",- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს

8 დეკემბერი, 2017

23 ნოემბერს ავერსის კლინიკაში 4 წლის პაციენტს ღვიძლი გადაუნერგეს. დონორი ბავშვის მამა იყო. ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, პოსტოპერაციული პერიოდი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. info9.ge The post ავერსის კლინიკაში 4 წლის...

მეტი

მაისამდე, ჭიათურის მაღალმთიანეთში გოგოებს საქორწილოდ კაბებს საჩუქრად გადასცემენ

11 დეკემბერი, 2017

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს...

მეტი

თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, გაისად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება

თეა წულუკიანი: ვიმედოვნებ, გაისად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება
14:01 | 15 დეკემბერი, 2016

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს შესრულდება ერთ-ერთი ვალდებულება, კერძოდ შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი.

"ჩვენი მიმართულებით, ვფიქრობ, ბევრი წარმატება გვაქვს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით იუსტიციის სფეროში. აქ იგულისხმება სისხლის, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის მართლმსაჯულებაში არა მხოლოდ სასამართლო, არამედ პროკურატურა, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი და ზოგადად ადამიანის უფლებების უფრო მაღალი ხარისხი.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად, მაგალითად, იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, რომელსაც ექნება მხოლოდ საგამოძიებო ფუნქცია და პროკურატურა დაიტოვებს დევნის ფუნქციას. მაგრამ გამომძიებლები იქნებიან დამოუკიდებელი ორგანოს გამომძიებლები, რათა მაგალითად, თავდაცვის სფეროში ჩადენილი არასათანადო მოპყრობა, არაფერს ვამბობ წამებაზე, არ გამოიძიოს ისევ თავდაცვის სამინისტროს გამომძიებელმა. ასევე იქნება პოლიციაში.

ანუ, სამართალდამცველის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უნდა გამოიძიოს ამ სტრუქტურისგან დამოუკიდებელმა გამომძიებელმა, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია დარჩება პროკურატურას. ეს არის ის მაგალითი, რაც ისევ შესასრულებელი გვაქვს",- განაცხადა წულუკიანმა.

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე