ევროკავშირი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს

ადმინისტრატორი

ევროკავშირი საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს. პროგრამის − „მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ − მიზანი მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებაა. პრეზენტაციას, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მიმართულებით გაუწევს დახმარებას. ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებაა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

თანამშრომლობა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს: სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკის განსაზღვრა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლება; პროფესიული განვითარება; საზოგადოებასთან ურთიერთობა; მართვისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიის აღსრულების პროცესში დაეხმარება. თანამშრომლობა სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება.

რეფორმირების პროცესში ჩართული იქნებიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. ღია და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფისათვის დაიგეგმება და განხორციელდება საზოგადოებრივი კამპანიები. ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტების შემუშავებაში ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2013 წელს მიიღო. მისი მიზანი კანონის უზენაესობის განმტკიცება, უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაშაულის შემცირება და მართლმსაჯულების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფაა.

სტრატეგიის თანახმად, უნდა გაუმჯობესდეს პროკურატურის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები, აგრეთვე, ევროკავშირის ექსპერტები − პროექტის მიმართულების კოორდინატორები.

„მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ იუსტიციის სამინისტროს გარდა, სასამართლოსა და პენიტენციარული სისტემის მხარდაჭერის კომპონენტებსაც მოიცავს. 32-თვიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 7.6 მილიონი ევროა."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

ევროკავშირი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს

ევროკავშირი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერას განაგრძობს
13:17 | 15 დეკემბერი, 2016

"ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მიმართულებით გაუწევს დახმარებას. ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებაა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

თანამშრომლობა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს: სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკის განსაზღვრა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი; ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლება; პროფესიული განვითარება; საზოგადოებასთან ურთიერთობა; მართვისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიის აღსრულების პროცესში დაეხმარება. თანამშრომლობა სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება.

რეფორმირების პროცესში ჩართული იქნებიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. ღია და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფისათვის დაიგეგმება და განხორციელდება საზოგადოებრივი კამპანიები. ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტების შემუშავებაში ტექნიკურ დახმარებასაც გაუწევს.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2013 წელს მიიღო. მისი მიზანი კანონის უზენაესობის განმტკიცება, უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაშაულის შემცირება და მართლმსაჯულების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფაა.

სტრატეგიის თანახმად, უნდა გაუმჯობესდეს პროკურატურის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები, აგრეთვე, ევროკავშირის ექსპერტები − პროექტის მიმართულების კოორდინატორები.

„მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში“ იუსტიციის სამინისტროს გარდა, სასამართლოსა და პენიტენციარული სისტემის მხარდაჭერის კომპონენტებსაც მოიცავს. 32-თვიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 7.6 მილიონი ევროა."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ადმინისტრატორი