პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ადმინისტრატორი

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში, ლინა მილნერს შეხვდა.
 
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმდინარე პროექტები საქართველოში. ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში, ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტურობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების თვალსაზრისით. 

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

26 მაისი, 2017

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად...

მეტი

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

26 მაისი, 2017

"დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, დენი არ გვაქვს, იცით? ფიზიკურად არ გვაქვს ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს...

მეტი

პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
17:13 | 12 დეკემბერი, 2016

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმდინარე პროექტები საქართველოში. ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში, ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტურობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების თვალსაზრისით. 

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრო.

ავტორი: ადმინისტრატორი