იასინ ალიევი: გოგოების წინადაცვეთა წარმართული ტრადიციაა და კავშირი არ აქვს ისლამთან

თამარ ივანიაძე

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი “აიპრესთან” განმარტავს, რომ გოგოების წინადაცვეთას არც ისლამთან და არც რომელიმე რელიგიასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, მსგავს მოწოდებებს ვერც ერთ კანონიკურ წერილში ვერ ვნახავთ.

“რაც შეეხება ამ რიტუალის ისლამთან რაიმე კავშირს, მოგახსენებთ, რომ ისლამის ძირითადი საყრდენი წყარო არის ყურანი, შარიათი და ჰადისები. დამერწმუნეთ, რომ ამ სამივე წმინდა კანონიკურ წერილებში ვერ სად ვერ ნახავთ მსგავს მოწოდებებს, აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია გაგიცხადოთ, რომ ამ რიტუალს რაიმე კავშირი არ აქვს ისლმათან.

კი მსგავსი რიტუალები ძირითადად ინდონეზიაში, მალაიზიაში და რამოდენიმე არაბულ ქვეყნებში არის გავრცელებული, მაგრამ მას ისლამამდე დიდი ხნის წინანდელი საფუძველი აქვს, ეს უფრო სახალხო/წარმართული ტრადიციაა ვიდრე რომელიმე რელიგიური რიტუალი, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში არამხოლოდ მუსლიმი მოსახლეობა, არამედ ქრისტიანები და სხვა რელიგიის მიმდევრებიც ატარებენ ამ რიტუალს (აღნიშნულ ქვეყნებში ცხელი კლიმატური პირობებია, გოგონები ადრეულ ასაკში მწიფდებიან და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თითქოსდა ამით გოგონებს მამაკაცის მიმართ ლტოლვა უმცირდებათ და გარყვნილებას აცილებენ თავიდან გოგონებს)”,-აცხადებს იასინ ალიევი.

ცნობისათვის, წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელში საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა. ამ პრაქტიკის არსებობა სახალხო დამცველის აპარატს ადგილობრივმა მოსახლეობამაც დაუდასტურა, თუმცა აისინ ალიევი განმარტავს, რომ მსგავსი პრაქტიკის არსებობას მოსახლეობა მასთან არ ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

იასინ ალიევი: გოგოების წინადაცვეთა წარმართული ტრადიციაა და კავშირი არ აქვს ისლამთან

იასინ ალიევი: გოგოების წინადაცვეთა წარმართული ტრადიციაა და კავშირი არ აქვს ისლამთან
12:22 | 11 დეკემბერი, 2016

“რაც შეეხება ამ რიტუალის ისლამთან რაიმე კავშირს, მოგახსენებთ, რომ ისლამის ძირითადი საყრდენი წყარო არის ყურანი, შარიათი და ჰადისები. დამერწმუნეთ, რომ ამ სამივე წმინდა კანონიკურ წერილებში ვერ სად ვერ ნახავთ მსგავს მოწოდებებს, აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია გაგიცხადოთ, რომ ამ რიტუალს რაიმე კავშირი არ აქვს ისლმათან.

კი მსგავსი რიტუალები ძირითადად ინდონეზიაში, მალაიზიაში და რამოდენიმე არაბულ ქვეყნებში არის გავრცელებული, მაგრამ მას ისლამამდე დიდი ხნის წინანდელი საფუძველი აქვს, ეს უფრო სახალხო/წარმართული ტრადიციაა ვიდრე რომელიმე რელიგიური რიტუალი, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში არამხოლოდ მუსლიმი მოსახლეობა, არამედ ქრისტიანები და სხვა რელიგიის მიმდევრებიც ატარებენ ამ რიტუალს (აღნიშნულ ქვეყნებში ცხელი კლიმატური პირობებია, გოგონები ადრეულ ასაკში მწიფდებიან და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თითქოსდა ამით გოგონებს მამაკაცის მიმართ ლტოლვა უმცირდებათ და გარყვნილებას აცილებენ თავიდან გოგონებს)”,-აცხადებს იასინ ალიევი.

ცნობისათვის, წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელში საერთაშორისო ორგანიზაცია “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა. ამ პრაქტიკის არსებობა სახალხო დამცველის აპარატს ადგილობრივმა მოსახლეობამაც დაუდასტურა, თუმცა აისინ ალიევი განმარტავს, რომ მსგავსი პრაქტიკის არსებობას მოსახლეობა მასთან არ ადასტურებს.

ავტორი: თამარ ივანიაძე