ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ჩ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 75 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,98777 გრამ მეტადონს შეიცავს. ასევე, ამოღებულია 9,2 გრამი ტრამადოლის შემცველი 64 აბი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით).

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

ყვარელში, შილდას სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრემ თავი მოიკლა

20 საათის წინ

“აიპრესის,, ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპწრტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036