ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველა ის დაპირება, რაც პრემიერმა აუდიტორია #115-ს მისცა, შესრულებულია

ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველა ის დაპირება, რაც პრემიერმა აუდიტორია #115-ს მისცა, შესრულებულია

საქართველოს განათლების მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის დაპირებები, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია #115-ის სტუდენტებს მისცა შესრულებულია. 

მისივე თქმით, აუდიტორია #115-ის სტუდენტები სასწავლო პროცესის ჩატარებას ხელს არ უნდა უშლიდნენ. 

"ვფიქრობ, ეს არის სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელიც რადიკალური ფორმებით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. აუდიტორია #115-საც არ დავარქმევდი, სიმართლე რომ გითხრათ. მოგეხსენებათ, მე ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე აუდიტორიასთან და ძალიან ბევრი, ვინც თავის დროზე ამ ჯგუფში იყო ჩართული ახლა დამოუკიდებლად არის და ასე ვთქვათ, არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ და ძალოვან ნაბიჯებს. 

ამ ხალხისთვის ყველა კარი ღიაა. მათ აქვთ ყველა მშვიდობიანი და კონსტრუქციული მეთოდი. რექტორი ელაპარაკება, სტრატეგიის განვითარების ჯგუფში არიან ჩართული, პლატფორმაშიც არიან ჩართული და თან რაც მთავარია, გუშინ ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში, რომ პრემიერმა არ შეასრულა დაპირება. ყველა პუნქტი, თითოეული პუნქტის მიხედვით, რასაც პრემიერი დაპირდა ყველა დაძრულია, ან მოგვარებული, ან მოგვარების პროცესში. ამ ხალხს ეძახიან სამუშაო მოგიდასთან სწორედ გარე რეფერირების მოსაგვარებლად, სტუდენტური საცხოვრებლის გასავითარებლად, კანონის დასახვეწად. 45-ე მუხლი უნდოდათ თავიდან რომ შეცვლილიყო, მერე 43-ე მოითხოვეს, თუმცა დღესაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, ჩვენი სამინისტრო და თსუ-ს ხელმძღვენელობა ეუბნება, რომ ნუ შეუშლიან ხელს სასწავლო პროცესს. შემოგვიერთდით, ვიმუშაოთ და გავაკეთოთ. ყველა ის პუნტქი, რაზეც პრემიერმა დაპირება მისცა ამ სტუდენტებს შესრულებული, ან თითქმის შესრულებულია",- აღნიშნა ჯეჯელავამ. 

მისივე განმარტებით, იმ მოთხოვნების ნაწილი, რაც აუდიტორიას გუშინ ჰქონდა ახალია. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სტუდენტებს ამ პროცესისი დასრულება არ სურთ, რაც არაკონსტრუქციულია. 

თუმცა, რა მოთხოვნებიც გუშინ ჟღერდებოდა, მათი დიდი ნაწილი ახალია  და ეს ძალიან მაწუხებს და იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია გზადაგზა მოთხივნების შეცვლით იმისთვის, რომ ეს პროცესი არ დასრულდეს. ეს არ არის კონსტრუქციული და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დიდი თხოვნაა, ნუ შეუშლიან სასწავლო პროცესს ხელს",- განაცხადა ჯეჯელავამ. 

ნათელაშვილი ივანიშვილის გამოჩენაზე: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

ნათელაშვილი ივანიშვილის გამოჩენაზე: არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

35 წუთის წინ

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, ყოფილ პრემიერს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მისაღებად,  სატელევიზიო დებატებში იწვევს.  "საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა, გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085