უფლებადამცველები: სირიაში მდებარე საავადმყოფოზე ავიაიერიშები განხორციელდა

უფლებადამცველები: სირიაში მდებარე საავადმყოფოზე ავიაიერიშები განხორციელდა

სირიის ქალაქ ელ-ატარებში მდებარე საავადმყოფოზე, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, საჰაერო იეიშები განხორციელდა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ლონდონში დაფუძნებულ სირიის ადამიანთა უფლებადაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველების განცხადებით, თვითმფრინავებმა ავიაიერიშები 13 ნოემბერს ღამით განახორციელეს, რის შედეგადაც საავადმყოფო მთლიანად დაინგრა.

მონიტორინგის ცენტრი დასძენს, რომ ეს ქალაქში ერთადერთი საავადმყოფო იყო. იგი დაახლოებით 60 ათას მცხოვრებს ემსახურებოდა. უფლებადამცვლები არ აკონკრეტებენ რომელი ქვეყნის თვითმფრინავმა განახორციელა ავიაიერიში.

მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთი და სირია საავადმყოფოებისა და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის დაბომბვაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ალეპოში მიმდინარე ავიაიერიშებს შესაძლოა, „ომის დანაშაული" ეწოდოს.

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

აშშ-ს სენატმა NASA-ს ახალი ხელმძღვანელი აირჩია

25 წუთის წინ

ჯეიმს ბრაიდენსტაინმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის "დიდი პატივია". "მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გამოცხადებული...

USD 2.4351
EUR 3.0125
GBP 3.4630
TRY 0.6051