ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია დღის ბოლომდე სრულად აღდგება

ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია დღის ბოლომდე სრულად აღდგება

ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა დაბლობში 20-25, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30-35 სანტიმეტრს მიაღწია,- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, გოდერძის უღელტეხილს, აქ თოვლის საფარი 60-70 სანტიმეტრია, რის გამოც ჩაკეტილია გზა.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.

შიდა სასოფლო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მაღალი ზონის სოფლებში გზებზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.

ელექტროენერგიის მიწოდება სოფლების უმრავლესობაში აღდგენილია.

დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

42 წუთის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036