ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე: ამომრჩეველთა 31%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

ადმინისტრატორი

,,ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სულ მოსახლეობის 31%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ციფრებში 50222 ამომრჩეველია",-ამის შესახებ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა და აღნიშნულ მონაცემს ადეკვატური უწოდა. მისი ინფორმაციით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 21 საჩივარი დაფიქსირდა.

,,გასაგებია, რომ ეს მეორე ტური იყო და ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ადეკვატურად მიმაჩნია ის აქტივობა, რაც ქუთაისში დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ორი პარტიის ამომრჩევლები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, 21 საჩივარი შემოვიდა. აქედან საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით შემოვიდა # 93 #33 # 66 # 80 # 8 #108 # 86 # 55 უბნებიდან. ძირითადად საკონტროლო ფურცლის შევსების წესთან დაკავშირებით, მითითებული დარღვევებია. ზოგან რეგისტრაციის ადგილი დააკლეს, ზოგან პირველი ამომრჩევლის პირადი ნომერი. ასევე არის გადასატან ყუთებთან დაკავშირებით საჩივრები.

ერთ-ერთ უბანზე, რთული სიტუაცია იყო და ჩვენ ადგილზე ვიყავით გასული და გავარკვიეთ რა ხდებოდა. ორი რეგისტრატორი, რომელიც გაყვა გადასატან ყუთს ,,ნაცმოძრაობიდან“ და ,,ქართული ოცნებიდან“ გამოუცდელები იყვნენ და ვერ გაერკვნენ, კომისიის წევრის ადგილას რომელს უნდა მოეწერა ხელი. პირველადი მონაცემები გამთენიისას გვექნება",-განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში სულ 129 საარჩევნო უბანი 3 მაჟორიტარული ოლქი და 161 709 ამომრჩეველია.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე: ამომრჩეველთა 31%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე: ამომრჩეველთა 31%-იანი აქტივობა დაფიქსირდა
21:00 | 30 ოქტომბერი, 2016

,,გასაგებია, რომ ეს მეორე ტური იყო და ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ადეკვატურად მიმაჩნია ის აქტივობა, რაც ქუთაისში დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ორი პარტიის ამომრჩევლები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, 21 საჩივარი შემოვიდა. აქედან საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით შემოვიდა # 93 #33 # 66 # 80 # 8 #108 # 86 # 55 უბნებიდან. ძირითადად საკონტროლო ფურცლის შევსების წესთან დაკავშირებით, მითითებული დარღვევებია. ზოგან რეგისტრაციის ადგილი დააკლეს, ზოგან პირველი ამომრჩევლის პირადი ნომერი. ასევე არის გადასატან ყუთებთან დაკავშირებით საჩივრები.

ერთ-ერთ უბანზე, რთული სიტუაცია იყო და ჩვენ ადგილზე ვიყავით გასული და გავარკვიეთ რა ხდებოდა. ორი რეგისტრატორი, რომელიც გაყვა გადასატან ყუთს ,,ნაცმოძრაობიდან“ და ,,ქართული ოცნებიდან“ გამოუცდელები იყვნენ და ვერ გაერკვნენ, კომისიის წევრის ადგილას რომელს უნდა მოეწერა ხელი. პირველადი მონაცემები გამთენიისას გვექნება",-განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში სულ 129 საარჩევნო უბანი 3 მაჟორიტარული ოლქი და 161 709 ამომრჩეველია.

ავტორი: ადმინისტრატორი