ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის გამოწვევებმა უკვე გლობალურ დონეს მიაღწია

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის გამოწვევებმა უკვე გლობალურ დონეს მიაღწია

  • რიგა 2016
  • 28 ოქტომბერი, 2016
  • 19:10
  • ადმინისტრატორი

რიგის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-მ გამოავლინა თავისი უნარი, მოერგოს ყველა სტრატეგიულ გამოწვევას. მისი თქმით, ალიანსმა ამის კეთება ასეც უნდა გააგრძელოს.

"რუსეთის გამოწვევებმა უკვე გლობალურ დონეს მიაღწია, ამიტომ, NATO-მ უნდა გააძლიეროს ის ნდობა, რომელიც ალიანსის ძალისკენაა მიმართული. ბალტიის რეგიონი NATO-სთვის თავდაცვისა და მოწინააღმდეგის შეკავების ერთ-ერთ გადამწყვეტ პუნქტად იქცა", - მიიჩნევს თავდაცვის მინისტრი.

"როგორი უნდა იყოს ტრანსატლანტიკური გაერთიანების მომავალი" -  რიგის კონფერენცია 2016"  სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება. რიგის 2016 წლის კონფერენცია უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია.

მასში 40 ქვეყნის 500-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს. კონფერენცია ნატოს მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე მას მხარს უჭერენ კონრად ადენაუერის ფონდი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი, რიგის საერთაშორისო აეროპორტი, ლატვიაში აშშ-ის საელჩო, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობა, Apply-ის ინტელექტუალური ტექნოლოგიები, ასკანელი ძმები, ლატვიის დისტრიბუცია,  Kongsberg, კანადის საელჩო ლატვიაში, SAAB, ლატვიაში იტალიის საელჩო, Nordic-ის მინისტრთა საბჭო, Swedbank, რიგის საკრებულო. საინფორმაციო პარტნიორები: ლატვიის ტელევიზია, DELFI, LETA, ჟურნალი Ir, Hromadske International, Postimees, Lithuania Tribune, iPress. ge და New Eastern Europe.

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

01 ნოემბერი, 2016

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036