ტრანსატლანტიკური გაერთიანების მომავალი - "რიგის კონფერენცია 2016"  ხვალ გაიხსნება

ტრანსატლანტიკური გაერთიანების მომავალი - "რიგის კონფერენცია 2016" ხვალ გაიხსნება

  • რიგა 2016
  • 27 ოქტომბერი, 2016
  • 12:53
  • ადმინისტრატორი

ტრანსატლანტიკური გაერთიანების მომავალი რიგის 2016 წლის კონფერენციაზე განიხილება. 

2016 წლის რიგის კონფერენცია 28 და 29 ოქტომბერს გაიმართება, რომელიც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია.

ის ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. ყოველწლიურ კონფერენციას საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. დებატები რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.

ყოველწლიურად, კონფერენციაზე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ, მათ შორის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის. წელს, კონფერენციაზე დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა გლობალური ეკონომიკური საკითხი იქნება, ასევე მთავარი თემაა რა გავლენას მოახდენს Brexit-ი, რა უნარი შესწევს ნატო-ს 21-ე საუკუნის გამოწვევებზე საპასუხოდ, ასევე განიხილება რუსეთთან ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებიც.
წელს, გამომსვლელთა შორის არიან: ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი; ჰარჯიტ საჯანი - კანადის თავდაცვის მინისტრ; ედგარს რინკევიჩუსი - ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი; მისი აღმატებულება რამთანე ლამამრა - ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი და მრავალი სხვა.

გთხოვთ იხილოთ დეტალური დღის წესრიგი, სიაში მონაწილეებისა და მომხსენებლების ინფორმაციის შესახებ www.rigaconference.lv.

ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი 2016 წლის რიგის კონფერენციის სამიტის შესახებ ამბობს: "წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადგან,  ამ ზაფხულს ნატო-ს სამიტია.. ბედნიერი ვარ, რომ შეხვედრაში კანადის თავდაცვის მინისტრიც მონაწილეობს და ჩვენი ორმხრივ შეხვედრებს გავმართავთ, რადგან ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზრდება“.

"აიპრესი" "რიგის კონფერენცია 2016"-ის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

01 ნოემბერი, 2016

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036