თბილისის ზოოპარკმა წითელ ნუსხაში შეყვანილი არწივი გადაარჩინა და ბუნებას დაუბრუნა

თბილისის ზოოპარკმა წითელ ნუსხაში შეყვანილი არწივი გადაარჩინა და ბუნებას დაუბრუნა

"ორიოდე თვის წინ ზოოპარკში დაჭრილი ბექობის არწივი მოგვიყვანეს. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, კოორდინაციას კარგავდა, ვერც დგებოდა და არც ფრენა შეეძლო. ქანდარამდეც კი ვერ აღწევდა. დასტრესილსა და დასუსტებულს ჭამის თავი არ ჰქონდა. მოკლედ, კვდებოდა. ვინ დაჭრა? აბა, რა გითხრათ... ბევრი მტაცებელი ფრინველი ხდება მონადირეების მსხვერპლი. ხშირად მოჰყავთ ჩვენთან. ზოგს ვშველით და ბუნებაში ვაბრუნებთ, ზოგს - ვერა, ზოგსაც ვიტოვებთ - სამწუხაროდ ფრთაში დაჭრილ ფრინველს უმეტეს შემთხვევაში ფრენა აღარ შეუძლია", - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი სიციალურ ქსელში წერს.

"ჰოდა, ბექობის არწივზე გიამბობდით. შევიფარეთ და ჩვენი ვეტექიმები საქმეს შეუდგნენ - ჭრილობის დამუშავება, ანტიბიოტიკები, ვიტამინები... თავიდან ხელით უწევდათ მისი გამოკვება. რამდენიმე დღეში დამშვიდდა, ცოტა მოღონიერდა და დამოუკიდებლად დაიწყო ჭამა. შემდეგ? ჯერ ფეხზე დადგა, მერე ხტუნვა დაიწყო, ნელ-ნელა ფრთებიც გაშალა და მალე ქანდარასაც შესწვდა. საკმარისად რომ მოყოჩაღდა უფრო დიდ ვოლიერში გადაიყვანეს და კონტაქტიც ნაკლებად ჰქონდათ, რომ ადამიანებს გადაჩვეოდა.

და აი, 2 თვის წვალების შემდეგ ამ უსიმპათიურესი არსების ბუნებაში დაბრუნების დროც დადგა. 

SABUKO - Society for Nature Conservation-ის წევრებთან ერთად ჩვენმა ბიჭებმა დედოფლისწყაროს რაიონში გაუშვეს. თავიდან მაღლა ვერ აფრინდა. მიწის პირს მიუყვებოდა. უცბად ქვემოთ დაეშვა და ჩვენებმა იმედი რომ გადაიწურეს, ვეღარ გაფრინდებაო, კამარა შეჰკრა და ცაში აიჭრა.

აი, ასე კეთილად დასრულდა ჩვენი ბექობის არწივის ისტორია. და იმედია, ასე კეთილადვე გაგრძელდება მომავალში.

ცნობისათვის, ბექობის არწივი საერთაშორისო და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა.", - წერს თბილისის ზოოპარკი facebook-ში.

მაია ცირამუა: ველოდები სამინისტროს რეაგირებას-დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას!

მაია ცირამუა: ველოდები სამინისტროს რეაგირებას-დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას!

2 საათის წინ

"მოსწავლეს რომ ბიბლიოთეკაში ჩაკეტავ, საპირფარეშოშიც კი არ გაუშვებ, ყველა უფლებას შეუზღუდავ, ღირსების შელახვის გარდა, წამების ტოლფასია და რას ელოდები შემდეგ ბავშვისგან მასწავლებლის და სკოლის პატივისცემას? სწავლის და წიგნის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036