"კრემლის ტყუილებთან დაპირისპირების ორი წელი" - რიგაში სპეციალური დისკუსია გაიმართება

"კრემლის ტყუილებთან დაპირისპირების ორი წელი" - რიგაში სპეციალური დისკუსია გაიმართება

  • რიგა 2016
  • 26 ოქტომბერი, 2016
  • 10:23
  • ადმინისტრატორი

რიგაში გამართული დისკუსია, მიმართული იქნება მედიაში კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ. კრემლის პროპაგანდის მატებასთან ერთად როგორ შეძლებენ დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო არხები საჯარო გახადონ ახალი ფაქტები მსოფლიო მასშტაბით? 29 ოქტომბერს გამართულ დისკუსიაზე - "კრემლის ტყუილებთან დაპირისპირების ორი წელი. სად ვართ ახლა?" - ეს კითხვა იქნება განხილვის მთავარი თემა. 

დისკუსია გაიმართება ლატვიის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალ აკადემიურ ცენტრში. დისკუსიის მიზანია, გამოირკვეს პასუხები იმაზე, თუ რატომ უწევს დამოუკიდებელ მედიას ბრძოლა კრემლის დაფინანსებულ და მის მიერ კონტროლირებად არხებთან და რა გამოწვევების წინაშე დგანან სხვადასხვა რეგიონის საინფორმაციო არხები. გამომსვლელთა შორის იქნებიან ჯერზი პომიანოვსკი, European Endowment for Democracy-ის აღმასრულებელი დირექტორი, ივარს ბელტი, ლატვიის ტელევიზიის თავმჯდომარე და ანტონ შეხოტსოვი, ლეგატუმის ინსტიტუტის წარმომადგენელი, კონსტანტინ ვონ ეგერტი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი არხის TV Rain კომენტატორი.

"აიპრესი" "რიგის კონფერენცია 2016"-ის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია.

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

NATO-ს პოლკოვნიკი: კრემლის პროპაგანდის გასანეიტრალებლად 3 რჩევას მოგცემთ

01 ნოემბერი, 2016

- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036