პატრიარქი: წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ

ირმა მესხია

პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მუხლზე დადგომისკენ მოუწოდა და მშობლებისთვის დაწერილი ახალი ლოცვა წაიკითხა.
 
"მთელს საქართველო წავუკითხავ ამ დალოცვას. ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე. იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა და წაიკითხავთ ამ ლოცვას და თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ. 

აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს მშობლები უნდა მოემზადონ. 

მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში ერთი დალოცვა იქნება, ერთხელ მხოლოდ, ამიტომ დღეს შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს, აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი მცნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. 

ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელს საქართველოს, ყოველ ქართველს რომელიც უცხოეთში და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა", - ბრძანა პატრიარქმა. 

"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.

ჰოი, უფალო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა. 

ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა. 

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პატრიარქი: წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ

პატრიარქი: წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ
14:38 | 16 ოქტომბერი, 2016

"მთელს საქართველო წავუკითხავ ამ დალოცვას. ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე. იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა და წაიკითხავთ ამ ლოცვას და თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ. 

აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს მშობლები უნდა მოემზადონ. 

მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში ერთი დალოცვა იქნება, ერთხელ მხოლოდ, ამიტომ დღეს შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს, აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი მცნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. 

ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელს საქართველოს, ყოველ ქართველს რომელიც უცხოეთში და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა", - ბრძანა პატრიარქმა. 

"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.

ჰოი, უფალო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა. 

ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა. 

ავტორი: ირმა მესხია