თბილისის მერია: ხვალ გამოფენა "მხატვრის თვალით დანახული საქართველო" გაიხსნება

თბილისის მერია: ხვალ გამოფენა "მხატვრის თვალით დანახული საქართველო" გაიხსნება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მხატვართა კავშირის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი „მხატვრის თვალით დანახული საქართველო“. 14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში მოეწყობა აღნიშნულ პროექტში მონაწილე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, "მხატვრის თვალით დანახული საქართველო“ - პროექტში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა მხატვარმა, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - ახმეტა-პანკისში, ახალციხე-რაბათი, ქობულეთი-ხულო.

თბილისიდან ჩასული მხატვრები შეხვდნენ ადგილობრივ კოლეგებს. ღია ცის ქვეშ მოეწყო ერთობლივი გამოფენები; მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჩატარდა მასტერკლასები; პროექტის ფარგლებში, 100-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა.

აღნიშნული ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში 22 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა თბილისობის დღესასწაულს ეძღვნება.
 

ანსამბლი ,,ანჩისხატი“ 22 აპრილს ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში კონცერტს გამართავს

ანსამბლი ,,ანჩისხატი“ 22 აპრილს ყვარელის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში კონცერტს გამართავს

20 აპრილი, 2018

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყვარელის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტი გაიმართება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036