უსუფაშვილი: არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე

ადმინისტრატორი

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რაც იმის გარანტია, რომ ხმები დაცულია.  მისივე განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია” ეგზიტპოლების შედეგების გამო არც გლოვას და არც ზეიმს არ გეგმავს. უსუფაშვილის თქმით, პარტია ცესკოს შედეგებს დაელოდება.

“არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

ეს კი არის გარანტია იმისა, რომ ყველას ხმა იქნება დაცული და საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად იმუშავებს.
– მართალია ამომრჩევლის აქტივობა მაღალია, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობებს.
ნუ დარჩებით სახლებში. დაფარეთ ის დისტანცია, რაც არის ჩვენი სახლიდან საარჩევნო უბნამდე, იმიტომ რომ, ამ დისტანციის არ დაფარვა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
მიიღეთ მონაწილეობა სახელმწიფოს მომავლის ფორმირებაში.

მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციებს , რომ ბოლო საათებში და განსაკუთრებით რვა საათის შემდეგ იყვნენ კიდევ უფრო მობილიზებული, რადგან ცალკეულ ადგილებზე გამოცდილების ნაკლებობა შეინიშნება და ეს არჩევნების ორგანიზებას უშლის ხელს.

რაც შეეხება ეგზიტპოლებს. ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე.
ჩვენ დაველოდებით საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგი გვაქვს.
ამიტომ, აქვე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას.
მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თუ იქნება რამე პრობლემა ამ არჩევნების განმავლობაში, ყველას ეყოფა კეთილგონიერება და პრობლემების მოგვარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას.
დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის თაობაზე ჩემი პროგნოზი გამართლდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

უსუფაშვილი: არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე

უსუფაშვილი: არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე
18:11 | 8 ოქტომბერი, 2016

“არჩევნები თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

ეს კი არის გარანტია იმისა, რომ ყველას ხმა იქნება დაცული და საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად იმუშავებს.
– მართალია ამომრჩევლის აქტივობა მაღალია, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობებს.
ნუ დარჩებით სახლებში. დაფარეთ ის დისტანცია, რაც არის ჩვენი სახლიდან საარჩევნო უბნამდე, იმიტომ რომ, ამ დისტანციის არ დაფარვა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
მიიღეთ მონაწილეობა სახელმწიფოს მომავლის ფორმირებაში.

მოვუწოდებ საარჩევნო ადმინისტრაციებს , რომ ბოლო საათებში და განსაკუთრებით რვა საათის შემდეგ იყვნენ კიდევ უფრო მობილიზებული, რადგან ცალკეულ ადგილებზე გამოცდილების ნაკლებობა შეინიშნება და ეს არჩევნების ორგანიზებას უშლის ხელს.

რაც შეეხება ეგზიტპოლებს. ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე.
ჩვენ დაველოდებით საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგი გვაქვს.
ამიტომ, აქვე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას.
მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ.

იმედს გამოვთქვამ, რომ თუ იქნება რამე პრობლემა ამ არჩევნების განმავლობაში, ყველას ეყოფა კეთილგონიერება და პრობლემების მოგვარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას.
დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტის მრავალპარტიულობის თაობაზე ჩემი პროგნოზი გამართლდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ადმინისტრატორი